Wednesday, October 17, 2012

„ფორდი“ ფორმულა დრიფტის ოფიციალური სპონსორი გახდა (ვიდეო)

Ford signs on as official sponsor of Formula Drift for 2013 [w/video]
17 ოქტომბერი
შეიძლება სპორტის ისეთი შედარებით ახალი სახეობა, როგორიც დრიფტია, დღეს ისეთი პოპულარული არაა, როგორც წრიული რბოლები, ან რალი, მაგრამ სადაო არაა ის ფაქტი, რომ ის მაყურებელს ყოველთვის ძალიან ლამაზ სანახაობას სთავაზობს. ბუნებრივია, ეს ტრიბუნაზე მაყურებლების მზარდ რაოდენობაში აისახება.
და კომპანიებსაც, რბოლების სპონსორობის სურვილი უჩნდებათ. მითუმეტეს, ისეთ კომპანიებს, რომლებიც თავადაც მონაწილეობენ ასეთ რბოლებში. ასეთებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული „ფორდია“, რომელმაც ახლახანს ფორმულა დრიფტის სერიის მომავალი სეზონის სპონსორობის უფლება შეისყიდა.
სხვათა შორის, ამერიკული კომპანია დრიფტის არენაზე ძალიან გამოცდილ გუნდ „ტიმ ფალკენ ტაიეტს“ უჭერს მზარს. მის მფარველობაში არაერთი ძიერი მრბოლია, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული, D1 გრან პრის ჩემპიონი ვაუნ გეტინ ჯუნიორია.
„ფორდის“ მარკეტოლოგები არ მალავენ, რომ დრიფტის რბოლებში აქტიურობით, ისინი 18-დან 34 წლამდე ასაკის მყიდველთა მიზიდვას ცდილობენ, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ცისფერი ოვალის ისეთი მოდელებით, როგორებიცაა „ფიესტა“, „ფოკუსი“, „მუსტანგი“ და „F-150 SVT რეპტორიც“ კი.
ფორმულა დრიფტის თანადამაარსებელ და ვიცე პრეზიდენტ რაიან სეიჯის თქმით, „მას შემდეგ, რაც „ფორდი“ სერიის რბოლებში ჩაერთო, ყველამ დაინახა, რაოდენ წარმატების მომტანი შეიძლება იყოს საქარხნო მხარდაჭერა. ახლა კი ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ იმით, რომ ეს კომპანია ჩვენი ოფიციალური პარტნიორი გახდა“.
„ფორდმა“ ფორმულა დრიფტში მონაწილეობა 2005 წელს დაიწყო, სამი წლის შემდეგ კი გეტინმა ირვინდეილში (კალიფორნია) „სატიტულო ბრძოლა“ მოიგო. ასე მოიხსენიებენ ყოველი სეზონის ფინალურ რბოლებს, რომლებსაც ტრადიციულად ირვინდეილი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ „ფორდის“ გარდა, ფორმულა დრიფტში საქარხნო გუნდი „ჰიუნდაისაც“ ჰყავს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment