Wednesday, October 17, 2012

მალდონადოს მისია „უილიამსის“ მწვერვალებზე დაბრუნებაა


Maldonado says his mission is to put Williams back on top
17 ოქტომბერი
პასტორ მალდონადო ამბობს, რომ საკუტარ თავს მიზნად, „უილიამსის“ მოწინავე გუნდების სიაში დაბრუნება დაუსახა. და მხოლოდ ამის შემდაგ დატოვებს ამ გუნდს. ამ სეზონში, ვენესუელელმა ბარსელონაში ესპანეთის დიდი პრიზი მოიგო, თუმცა მას შემდეგ, პირველ ქულებს იაპონიაშიღა დაეუფლა.

სუძუკაზე მერვე ადგილის დაკავების შემდეგ, მან ამაყად განაცხადა, რომ სხვა გუნდებისგან შეთავაზებები აქვს, თუმცა ისიც აღიარა, რომ ფრენკ უილიამსის გუნდში დარჩენა მისთვის პრიორიტეტულია. ასევე აღიარა, რომ სხვა გუნდებზე ფიქრი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ ერთ მომენტში ეჭვი გაუჩნდა, რომ „უილიამსში“ დარჩენის შანსი არ ჰქონდა. მალდონადო ოცნებობს, რომ ფ1-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბო, ძველ დიდებას დაუბრუნოს.
„ჩემი მისია, მოწინავეთა რიგებში „უილიამსის“ დაბრუნებაა. იმედი მაქვს, რომ სანამ აქედან წავალ, მათთან ერთად, ჩემპიონის ტიტულს დავეუფლები. ამ გუნდთან ერთად, ორი არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე, ჩემი პირველი გამარჯვებაც აქ მოვიპოვე. ბარსელონაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისევ დიდი გუნდი ვართ. და ძალიან გამეხარდება, თუ აქ დავრჩები. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება“, - ამბობს მალდონადო, რომელიც სილვერსტოუნზე, სპეციალურ მედია ღონისძიებაში მონაწილეობს, რომლის დროსაც, 1996 წლის საჩემპიონო FW18-ით (ფოტოზე) რამდენიმე წრე გაიარა.
მას ჰკითხეს, იაპონიაში რატომ იყო მისი პასუხები ნაკლებად თავდაჯერებული, ვენესუელელი პასუხობს: „არ მინდა ვთქვა, ვრჩები, თუ ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ. ყველაფერი შეიძლება წამში შეიცვალოს. ჯერჯერობით, დარჩენაზე დასტური არ მიმიღია, მაგრამ ძალიან მინდა დარჩენა. მე ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდის პირველ პილოტად დასახელების გამო გამიჩნდა. ვფიქრობ, ურიგოდ არ მიასპარეზია“.
იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე ქულის აღება ძლივს მოახერხა, ის ამბობს, რომ შეცდომებმა, მანქანის პრობლემებმა და ზოგჯერ სტიუარდების ზედმეტმა სიმკაცრემ, ამის საშუალება არ მისცა. მან მაგალითად სინგაპურის რბოლა მოიყვანა, რომელშიც კვარცხლბეკისთვის იბრძოდა, მაგრამ მანქანა გაუფუჭდა.
მალდონადო ირწმუნება, რომ უიღბლობათა სერია დასრულდა, კორეაში ცუდი გამოსვლა კი მანქანის არასაკმარის სისწრაფეს (დაუბალანსებლობის გამო) მიაწერა, რაც ბევრმა გარემოებამ გამოიწვია. ამასთან, მისი თქმით, გუნდმა დაადგინა კორეული წარუმატებლობის მიზეზი და მის აღმოფხვრას ინდოეთში ელის.

No comments:

Post a Comment