Wednesday, October 17, 2012

„პორშე“ მომცრო შუაძრავიან სუპერ ავტომობილსაც გამოუშვებს

Porsche CEO Confirms New Mid-Engine Supercar Being Considered
17 ოქტომბერი

რას იზამს ადამიანი, ვისთვისაც „პორშე 911 ტურბო S“ საკმარისად ტემპერამენტიანი არაა, ხოლო „პორშე 918 სპაიდერი“ მეტისმეტად ძვირია? შეიძენს „ფერარი 458 იტალიას“, ან „მაკლარენ MP4-12C-ს“, რადგან „პორშეს“ სამოდელო გამა, შესაბამისი კლასის შუაძრავიან ავტომობილს მოისაკლისებს.

რა თქმა უნდა, ცუფენჰაუზენელებმა ეს კარგად იციან და ამ ნიშის ავსებაზე უკვე ზრუნავენ კიდეც. სრულიად ახალი ავტომობილის სუფთა ფურცლიდან შექმნა ბევრ სირთულეს უკავშირდბა და უზარმაზარ დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა „პორშეს“ მარკეტოლოგებმა იციან, რომ ჩიტი ბდღვნად ღირს. და თუ სხვები ახერხებენ ასეთი ავტომობილის წარმოებას, ესე იგი, „პორშეც“ შეძლებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პორშე“ შუაძრავიანი, „918 სპაიდერზე“ მომცრო ავტომობილის შექმნას აპირებს, ევროპულ მედია სივრცეში უკვე ცირკულირებს. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია პირველად ახლახანს დადასტურდა. ეს დასტური კი თვით კომპანიის მთავარ აღმასრულებელ მათიას მიულერისგან მოდის. კერძოდ, გერმანულ ჟურნალ „ჰანდელსბლატთან“ საუბრისას მან განაცხადა, მისი კომპანია ახალი, შუაძრავიანი აუპერ ავტომობილის გამოშვებას აპირებს.
ახალი ავტომობილის სავარაუდო საფასო დიაპაზონი 300-400 ათასი ევროა, რაც დღეისათვის, „პორშეს“ ავტომობილებისთვის საკმაოდ ბევრია. თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი კლასის ავტომობილებს ის ჯერ არ აწარმოებს. მას შემდეგ კი, რაც „პორშე“ „ფოლკსვაგენის“ დიდი ოჯახის ევრი გახდა, მისთვის ამ ოჯახის წევრების ბარაქა ხელმისაწვდომია. ამ ბარაქაში კი განსაკუთრებით სანუკვარი „ლამბორგინია“, რომელმაც შესაბამისი კლასის „გალიარდო“ მალე უნდა შეცვალოს. შესაბამისად, ამ ავტომობილის პლატფორმა „პორშესთვისაც“ ხელმისაწვდომი გახდება...

No comments:

Post a Comment