Wednesday, October 17, 2012

„ფერარი F70-ს“ არც დეტროიტში გვანახებენ


Ferrari F70 won't show up in Detroit after all
17 ოქტომბერი
ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ფერარი“ თავისი ახალი ფლაგმანის, F70-ის მსოფლიო პრემიერას დტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე აპირებდა, თავად იტალიურმა კომპანიამ უარყო. ამასთან, მარანელოელებს არც ის უთქვამთ, თუ როდის და სად გაგვაცნობენ ავტოკოლექციონერთა და ჰიპერ ავტომობილების მოყვარულთა საოცნებო საკბილოს.

არაა გამორიცხული, რომ ავტომობილი, რომლის სიმძლავრე 920 ცხენის ძალაზე მეტი იქნება, ცალკე, სპეციალურ პრეზენტაციას მოუწყობენ. ან შეიძლება, მისმა დებიუტმა ჟენევის მოტორ შოუზე გადაინაცვლოს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იტალიურ კომპანიას სურს, რომ ლეგენდარული „ენცოს“ შემცვლელი ჟენევამდე გაგვაცნოს.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც F70 დეტროიტში არ იქნება ისაა, რომ „ფიატს“ არ სურს, იქ ამ ავტომობილმა მისი კიდევ ერთი დებიუტანტის, სრულიად ახალი „მაზერატი კვატროპორტეს“ პრემიერა დაჩრდილოს.

No comments:

Post a Comment