Wednesday, October 17, 2012

„მერსედესმა“ შეიძლება პატარა G-კლასი გამოუშვას

Mercedes mulling baby G-Wagon off-roader
17 ოქტომბერი
ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ გვაუწყებს, რომ „მერსედეს-ბენცი“ G-კლასის სამოდელო რიგის გაფართოების მიზანშეწონილებას განიხილავს. პროექტის ფარგლებში, უგზოობის G-კლასზე მომცრო ზომის ავტომობილის წარმოებაა გათვალისწინებული. ასეთმა ავტომობილმა კი, რომელსაც სავარაუდოდ, GLG-ს დაარქმევენ, კონკურენცია ახალ „ლენდ როვერ დეფენდერს“ უნდა გაუწიოს, როდესაც ის ბაზარზე გამოვა.
ამ ეტაპზე, მომცრო G-კლასს კოდური სახელწოდებით - X156, მოიხსენიებენ. ის ახალი A-კლასის არქიტექტურას დაეყრდნობა. „ქარ-ი“ ვარაუდობს, რომ ავტომობილი გარეგნულად უფროს G-კლასს დაემსგავსება. კერძოდ, მასავით ჰორიზონტალური სახურავი და თითქმის ვერტიკალური უკანა ნაწილი ექნება. რაც მთავარია, იმ ავტომობილებზე, რომლებსაც წამყვანი მხოლოდ ბორბალი ექნება, მაბრუნ მომენტს წინა ბორბლები მიიღებენ. ამასთან, სრულამძრავიანი ვერსიებიც გამოვა.

პატარა G-კლასის მყიდველს, ძრავების ფართო გამას შესთავაზებენ. მათ შორის იქნება ბენზინის სამი აგრეგატი - 1.6-ლიტრიანი 122 ცხენის ძალით და ორი 2.0-ლიტრიანი 156 და 200 ცხენის ძალით. დიზელის გამაში ოთხი ძრავი შევა. მათგან ყველაზე მძლავრი, 2.1-ლიტრიანი 204-ცხენისძლიანი აგრეგატი იქნება.
გარდა ამისა, „ქარ-ი“ ასევე ვარაუდებს, რომ GLG-ს მისეულ ვერსიას AMG-ც დაამზადებს. ამ შემთხვევაში, ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 345 ცხენის ძალას მიაღწევს, მას კი 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი დაუკავშირდება.
„დაიმლერს“ ამ ავტომობილის წარმოებისთვის მწვანე შუქი ჯერ არ აუნთია, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელია.

No comments:

Post a Comment