Wednesday, October 17, 2012

ლეგენდ კლასის ავტომობილების ექსკურსია თბილისში

ხვალ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი მართავს ლეგენდის კლასის ავტომობილების  მსვლელობას თბილისში. მსვლელობა დაიწყება 12.00 საათზე სააკაძის მოედნიდან და გაგრძელდება 15.00 საათამდე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდის პილოტები და მათ შორის სამი ძირითადი სპონსორის: ვითიბი ბანკის, ლიბერთი ბანკის და გალფის პილოტები.
სარბოლი ავტომობილების კოლონა თბილისში რამოდენიმე  ადგილზე შეჩერდება.13.15 საათზე კოლონა ლიბერთი ბანკის შენობასთან (ჭავჭავაძის გამ. # 74,) შეჩერდება; 13.30 საათზე ავტომობილები პიქსელის შენობასთან (გალფის ოფისი, ჭავჭავაძის გამზირი # 34) გაჩერდებიან; 13.40 საათზე კი ვითიბი ბანკის ოფისთან (ჭავჭავაძის გამზირი # 2) შეჩერდებიან.
სამივე ზემოთ ხსენებული კომპანია ლეგენდის კლასში საკუთარ გუნდებს ფლობს. ეს გუნდები რეგულარულად გამოდიან საქართველოს ჩემპიონატის ეტაპებზე და ასევე სხვა ჩემპიონატებში იღებენ მონაწილეობას.
დაგეგმილი მსვლელობის მიზანს, საქართველოში სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაცია წარმოადგენს. კერძოდ 21 ოქტომბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი. მსვლელობის დროს მონაწილე გუნდები და პილოტები ამ ღონისძიებაზე, ყველა მსურველს დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან.

No comments:

Post a Comment