Sunday, October 14, 2012

მასა „ფერარიში“ დარჩება

Felipe Massa secures Ferrari future, deal imminent
14 ოქტომბერი

კორეული დიდი პრიზის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ ინდურ ეტაპამდე, მისი გუნდი მომავალი სეზონისთვის თავისი პილოტების ვინაობას გამოაცხადებს. კერძოდ, მან მიანიშნა, რომ ფელიპე მასა სკუდერიაში დარჩენას იმსახურებს.

თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, „ფერარიში“ მასას დარჩენა-არდაჩენის საკითხი მუდმივად განხილვის საგანია. ამას ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ სეზონის დასაწყისში, ბრაზილიელი აშკარად ცუდ ფორმაში იყო. მაგრამ არდადეგების შემდეგ, მისი შედეგები აშკარად გამოსწორდა. განსაკუთრებით კარგად კი მან იაპონიასა და კორეაში იასპარეზა.
დომენიკალის არ დაუმალავს, რომ მასას კონტრაქტის გაგრძელებას დაუყოვნებლივ შესთავაზებს. ოფიციალურად ამის შესახებ ამ დღეებში გამოცხადდება. შედეგად, გაურკვეველი რჩება ერთი საკითხი - ვინ დაიკავებს „ზაუბერში“ იმ ვაკანსიას, რომელიც „მაკლარენში“ სერხიო პერესის გადასვლის შედეგად წარმოიქმნა.
იყო ვარაუდი, რომ „ფერარიში“ მასას ადგილს ნიკო ჰულკენბერგი დაიკავებდა, მაგრამ რადგან მასა რჩება, გერმანელი შესაძლოა „ზაუბერში“ გადავიდეს. გავრცელებული ხმებით, მათ შორის წინასწარი თანხმობა უკვე მიღწეულია და მხოლოდ ფორმალობათა მოგვარებაღაა დარჩენილი.
დავუბრუნდეთ მასას. ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვას, აქვს თუ არა ეჭვი, რომ შეიძლება მომავალ სეზონში ის „ფერარის“ წევრი არ იყოს, ბრაზილიელმა უპასუხა: „არა, არ მაქვს. გარკვეული დროით მოცდა მოგვიწევს. როდესაც ორივე მზარისგან დადებით პასუხს მიიღებ, დარწმუნებული მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყო. ვფიქრობ, ეს პასუხი მალე მექნება“.
„ავტოსპორტი“ დომენიკალისთან იმ მიზეზით დაინტერესდა, რომლის გამოც, მასას შედეგები ასე მკვეთრად გაუმჯობესდა: „ჩემი აზრით, მან მანქანას ალღო აუღო. საბურავებსაც მიეჩვია. არ დაგავიწყდეთ, რომ ფელიპე ძალიან ძლიერი მრბოლია. ასე რომ არ იყოს, მასთან დაკავშირებით, სულ სხვა გადაწყვეტილებას, უფრო ადრე მივიღებდით“.

No comments:

Post a Comment