8 სექტემბერი
რობერტ კუბიცა კვლავაც იმედოვნებს, რომ ოდესღაც
მაინც შეძლებს ფორმულა ერთში დაბრუნებას. და დასძენს, რომ სანამ მიხვდება, შეძლებს
თუ არა ამას, გრძელი გზა აქვს გასავლელი. პოლონელი მრბოლი ახლახანს პირველად
მიუჯდა სარბოლი ავტომობილის საჭეს - „სუბარუ WRC“ ავტომობილით, იტალიაში, რონდე
გომიტოლო დი ლანა რალიში ასპარეზობს.
პოლონელი ამბობს, რომ ასეთი დონის შეჯიბრებში
მონაწილეობა, მისი სარეაბილიტაციო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. და დასძენს,
რომ მარჯვენა მაჯის ფუნქცია ბოლომდე აღდგენილი არ აქვს. ამის გარეშე კი ფ1-ის
მანქანის მართვა წარმოუდგენელია. თუმცა, მას იმედი აქვს, რომ მალე ამ პრობლემასაც მოხსნის.
„ამ რბოლაში მონაწილეობა ჩემი სარეაბილიტაციო
პროგრამის ყველაზე აქტიური ფაზაა. მთავარი იმედი იქ დაბრუნებას უკავშირდება, სადაც
ავარიამდე (ფ1-ში) ვიყავი. და ეს ჩემთვის სასიამოვნო მიზანია. ამასთან, აქ ყოფნა
ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია იმ 20-21 ძალიან ძნელი თვის შემდეგ, რაც მე
ავარიიდან მოყოლებული გავატარე. აქ იმისთვის არ ვასპარეზობ, რომ დროებს დავაკვირდე.
აქ ხომ ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ ხელი უწინდებურად მიეჩვიოს სარბოლი
ავტომობილის მართვას. ოცი წელია, რაც მრბოლი ვარ და ჩემი სხეული ამ რეჟიმს
შეჩვეულია. ასე რომ, რბოლაში მონაწილეობა მჭირდება იმისათვის, რომ გავიგო,
ძველებურად შევძლებ თუ არა ამ ჩვევების აღდგენას“, - ამბობს კუბიცა.
ფ1-ში დაბრუნების შანსებზე საუბრისას მან
განაცხადა: „არანაირ ვადებს ჩემს თავს არ ვუნიშნავ და არ პროცენტებით ვაფასებ
დაბრუნების შანსებს. ამ ეტაპზე მოხარული ვარ იმით, რომ აქ ვარ. ცხოვრებაში ხშირად
ხდება, რომ უნდა შეეგუო იმაზე ნაკლებს, ვიდრე ისურვებდი. ახლა სწორედ ასეთი პერიოდი
მაქვს. გარკვეული პასუხის მოცემა იმიტომაც არ შემიძლია, რომ ჯერ მეც არ ვიცი ჩემი
შესაძლებლობები. რა თქმა უნდა ვეცდები, რომ შემდეგი სეზონისთვის მაქსიმალურ
აქტივობას ვგეგმავ, მერე კი გადავწყვეტ, რა შემიძლია და რა - არა. მერე უფრო
გამოჩნდება, ფ1-ში დაბრუნებას შევძლებ, თუ არა. მომავალ სეზონში სწორედ ამაზე
ვიმუშავებ იმის იმედით, რომ 2014 წელს დაბრუნება შევძლო. თუმცა, ამაზე მაინც ჯერ
არ ვფიქრობ“, - ყვება კუბიცა და დასძენს, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნა, ერთი
კვირის შემდგ, ისევ იტალიაში, სან მარტინო დი კასტროცას რალიში მიიღებს
მონაწილეობას.
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment