Ford Fiesta Facelift Gets 1.0-liter EcoBoost
Engine, SYNC Multimedia and MyKey
8 სექტემბერი
„ფორდი“ ძალიან აქტიურობს. განსაკუთრებით კი
ევროპულ ბაზარზე, სადაც ჯერჯერობით, მისი ბიზნესი წაგებიანია, მაგრამ ეს
ნაწილობრივ მთლიანად ბაზრის კლებითაცაა განპირობებული და არა ამერიკული კომპანიის
პროდუქციის არაკონკურენტულობით. და მაინც, ცისფერი ოვალი მუდმივად ზრუნავს თავისი ავტომობილების
განახლებაზე.
ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია სუბკომპაქტური
ჰეჩბეკი „ფიესტა“, რომელმაც უმნიშვნელო სახეცვლილება განიცადა და ახალი
აღჭურვილობაც მიიღო. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე
გაიმართება, თუმცა ამერიკულმა კომპანიამ ის საზოგადოებას პრემიერამდე ცოტა ხნით
ადრე, ამსტერდამში (ჰოლანდია) მოწყობილ შეხვედრაზე, სახელწოდებით „გოუ ფართერ“,
წარუდგინა.
ამ აგრეგატმა ახლახანს ძლის საუკეთესო ძრავის წოდება
მოიპოვა და რა გასაკვირია, რომ „ფორდი“ მას თავის მოდელებზე ინტენსიურად ნერგავს. ასე
განსაჯეთ, პატარა სამცილინდრიანი ეკობუსტი მალე „მონდეოზეც“ კი გამოჩნდება! ცისფერ
ოვალს ჯერჯერობით არ გაუმხელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ ნახშირორჟანგს
გამოჰყოფს ეს ძრავი, როდსაც „ფიესტას“ ემსახურება და რა რაოდენობის საწვავი სჭირდება
ასი კილომეტრის გასავლელად. ამ ინფორმაციას ამერიკული კომპანია პარიზში გვაახლებს.
მანამდე კი მხოლოდ იმ ინფოს დავჯერდეთ, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს ძრავი
ფორსირების ორი დონით მზადდება და მათი სიმძლავრე 99 123 ცხენის ძალაა.
ლიტრიანი ეკობუსტის გარდა, სახეშეცვლილი „ფიესტა“
ასევე აღიჭურვება სისტემა „აქტივ სიტი სტოპით“, რომელიც დაბალი სიჩქარით
მოძრაობისას, მძღოლს ავარიის თავიდან არიდებაში ეხმარება. ეკიპირებაში ასევე
შევიდა სისტემა SYNC, რომელიც ხმით იმართება და რომელშიც ბლუთუთი და USB-შესაერთებელია
გაერთიანებული. კიდევ ერთი სიახლეა სისტემა „ემერჯენსი ესისტანს“, რომელიც ავარიის
დროს, ავტომტურად უკავშირდება ადგილობრივ სასწრაფო სამსახურებს.
„ფორდმა“ B-სეგმენტის ავტომობილზე პირველად
გამოიყენა სისტემა „მაიკეი“. ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელია როგორც მაქსიმალური
სიჩქარის გარკვეულ ზღვარზე შეზღუდვა, ასევე აუდიო სისტემის რეგულირება. „მაიკეი“
თიშავს გასართობ სისტემებს მანამ, სანამ დარწმუნდება, რომ ღვედები შეკრულია და
ისეთი დამხმარე სისტემები, როგორებიცაა ტრექშნ კონტროლი და სტაბილურობის კონტროლი,
გამორთული არაა. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მშობლებისთვის, რომლებიც ასეთუისე
შეძლებენ თავიანთი შვილების გაკონტროლებას.
რაც
შეეხება გარეგნულ ცვლილებას, აქ მთავარია „იუჟენის“, „მონდეოს“ და „ასტონ მარტინის“
სტილში შესრულებული რადიატორის ბადე, რომელზეც ქრომირებული არშია არის
შემოვლებული, შეცვლილი მთავარი ფარები, რომლებშიც LED-ტექნოლოგიაა გამოყენებული და შეცვლილი კაპოტი.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment