8 სექტემბერი
„ლამბორგინის“ მუშა მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები,
ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, მათგან ყველაზე ძვირ „რევენტონს“ კი მთელს მსოფლიოში თითო-ოროლა
ადამიანი თუ შეიძენს და ამისათვის მინიმუმ 2 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
თუმცა, ახლახანს ამ ავტომობილის რეპლიკის 9 500 დოლარად შეძენის შესაძლებლობა
გაჩნდა...
ოღონდ, ამ ფასად ნამდვილ „რევენტონს“ ვერ შეიძენთ,
მის რელიკას - კი ბატონო... მას შანჰაის მახლობელ პროვინცია ძიანსუს მცხოვრები
ვინმე ვან ძიანი დაგიმზადებთ. ის უბრალო ფერმერის შვილია, 28 წლის მექანიკოსი.
ხელთ რაც მოხვდა, ის მასალები გამოიყენა. და შექმნა ავტომობილი, რომელიც ნამდვილი „რევენტონისგან“
ყველანაირად ძალიან შორსაა, გარეგნულადაც ოდნავ ჰგავს, მაგრამ ეს სულაც არ
ნიშნავს, რომ მის ავტორს მონდომება არ შეუქო!ძიანმა თავისი ოცნების ავტომობილის შემუშავება შარშან, მაისში დაიწყო. დონორ ავტომობილებად „ნისანის“ ვენი და „ფოლკსვაგენ სანტანა“ გამოიყენა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შასი და ძარა ჯართში მოძებული ფოლადის მილებით და ფურცლებით შეკრა. ასე განსაჯეთ, მანქანას „ლამბოს“ სტილის „გილიოტინა-კარებიც“ კი დაუყენა.
„სპორტული ავტომობილები ბავშვობიდან მიტაცებს. რომ
გავიზარდე, საკუთარი მანქანის ჩემი ხელით გაკეთება გადავწყვიტე. გამოცდილება და
ცოდნა თანდათან დავაგროვე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ დროც
გამოვნახე და ფულიც და ოცნებაც ავისრულე“, - „ტელეგრაფთან“ საუბრისას განაცხადა ძიანმა.
ის ამბობს, რომ „რევენტონის“ რეპლიკის დასამზადებლად,
60 000 იუანი (7 500-9 500 დოლარი) დახარჯა, თუმცა სამუაო დასრულებული არ აქვს და ხარჯი
კიდევ ექნება. მის მანქანას ჯერ არ აქვს ფარები, შუშები, არც ინტერიერია გაწყობილი
და მანქანას ბევრი წვრილმანიც აკლია.
ალბათ ძიანის „ლამბო“ არ მოგეწონათ, მაგრამ მისი
ენთუზიაზმი და მიზანსწრაფულობა აშკარად დასაფასებელია...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment