8 სექტემბერი
დათა ქაჯაია გამარჯვებათა სერიას აგრძელებს.
ამჯერად მან საფრანგეთის ქალაქ ნოგაროში, ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა
სერიის ბოლოსწინა, მე-6 ეტაპის პირველი სპრინტ რბოლა მოიგო. ეს ევროპულ ტრასებზე
ქაჯაიას მესამე გამარჯვებაა, რომელთაგან წინა ორი საფრანგეთის დიჟონსა და ჰოლანდიის
ცანდფოორტში მოიგო.
ქაჯაიას სარბოლი ავტომობილი |
ხუთი ეტაპის შემდეგ, ქაჯაიას მეორე ადგილი ეკავა და
ბელგიელ ლიდერ კლოდ ვატეინს 5.5 ქულით ჩამორჩებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სერიაში
გამარჯვებისთვის სწორედ ეს ორი პილოტი იბრძოლებს. ჯერ ზუსტი ინფორმაცია არ
მიგვღია, თუმცა ფოტოზე, რომელზეც გამარჯვებულები კვარცხლბეკზე დგანენ, ვატეინს
მეორე საფეხური უკავია.
ქაჯაია (ქინა მანქანით) ასპარეზობისას |
შეგახსენებთ, რომ ყოველ ეტაპზე ორი სპრინტ რბოლა და
ერთიც ჩვეულებრივი რბოლა (რომელიც ორი, ორწუთიანი საერთო პიტ სტოპით დაშორებული რბოლისგან
შედგება) იმართება. ქულები ყოველ მთგანზე იწერება. ეროვნებათა სერიის კალენდარში
სულ შვიდი ეტაპია. ბოლო მათგანს საფრანგეთის ლედენონი 12-14 ოქტომბერს
უმასპინძლებს.
P.S. ბოლო ინფორმაციით, დათამ მეორე სპრინტიც მოიგო!!!
P.S. ბოლო ინფორმაციით, დათამ მეორე სპრინტიც მოიგო!!!
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment