8 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ ამ სეზონში პოულის
მოპოვების „უადვილესი“ შანსი დაკარგა, რადგან იტალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლო
სწრაფ წრეზე, მის მანქანაზე უკანა საკიდარის განივი მდგრადობის სტაბილიზატორი
გატყდა. ალონსოს რეალური შანსი ჰქონდა, ამ სეზონში მესამე პოული მოეპოვებინა - კვალიფიკაციის
პირველ ორ სეგმენტში საუკეთესო დრო სწორედ მას ჰქონდა.
მაგრამ მესამეზე მხოლოდ მეათე დროს დასჯერდა. მან
საწყისი დროის დაფიქსირება მოასწრო, მაგრამ სწრაფ წრეზე რომ წავიდა, სტაბილიზატორი
სწორედ მაშინ გაუტყდა. მისმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ კი, ვისაც ალონსო
კვალიფიკაციაში ყოველთვის სჯობნის, მესამე დრო დააფიქსირა.
„ძალიან გაწბილებული ვარ, რადგან ვფიქრობ, ჩვენ აქ
ამ სეზონის ყველაზე იოპ პოულ პოზიციას მოვიპოვებდით. პირველ სეგმენტში, ყოველგვარი
დაძაბვის გარეშე, წრე 1:24.1-ში გავიარე, ბოლოს კი ამაზე ნაკლებიც იოლად მისაღწევი
იყო. საწყენია, კარგი შანსი დავკარგეთ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ვეცდებით,
რბოლის დროს სწრაფები ვიყოთ. რა თქმა უნდა, მანქანას გაარემონტებენ და ვნახოთ, რის
საშუალებას მოგვცემს ის“, - ამბობს ალონსო.
„როგორც ჩანს, უკანა სტაბილიზატორის პრობლემაა.
ეტყობა, რომ მექანიკური დაზიანებაა. ვნახოთ, მანქანა რომ ბოქსში დაბრუნდება, მერე
უფრო ზუსტად გავიგებთ ყველაფერს. ფერნანდო ტრასაზევე მიხვდა, რომ რაღაც დაზიანდა.
რა თქმა უნდა, გაწბილებულები ვართ, რადგან პოულის მოგების რეალური შანსი გვქონდა.
ის მაინც გვახარებს, რომ ფელიპეს კარგი შედეგი აქვს“, - კვალიფიკაციის დასრულებამდე,
„სკაისთან“ საუბრისას განაცხადა „ფერარის“ შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment