”ბეემვე” პირველ ელექტრომობილს 2013 წელს გამოუშვებს
BMW to Launch All-Electric Megacity Vehicle in 2013
26 აპრილი
სააგენტო დოუ ჯონსთან საუბრისას, ”ბეემვეს” მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია თავის პირველ ელექტრომობილს, რომელიც ამჟამად ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი, 2013 წელს გამოუშვებს. ამასთან, ეს ავტომობილი სრულიად ახალი მარკით გაიყიდება, რომლის სახელსაც ბავარიელები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ.რაიტჰოფერი ამბობს, რომ ”მეგასიტი” თავის კლასში სრულიად ახალ სტანდარტებს დაუდებს სათავეს, რომლებიც მისი კონკურენტებისთვის სამაგალითო იქნება. მისი მთავარი თვისება კი სიმსუბუქე გახდება. ელექტრომობილის კონსტრუქციაში მრავლად გამოიყენებენ მსუბუქ მასალებს, როგორიცაა ნახშირბადოვანი კომპოზიტი.
კომპოზიტური დეტალების წარმოებაში, ”ბეემვეს” პარტნიორობას გერმანული კომპანია ”SGL Group კარბონი” გაუწევს. მალე ისინი ერთობლივ საწარმოებს აშს-სა და გერმანიაში ააგებენ.
ბავარიელებს პარტნიორები ეყოლებათ ლითიუმ-იონური აკუმულატორების წარმოებაშიც - ”ბეემვეს” ელექტრომობილებისთვის, აკუმულატორების ბლოკებს ”ბოშთან” და ”სამსუნგთან” ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმო გამოუშვებს.
პარალელურად, ”ბეემვე” სრულიად ახალ ელექტრომობილს თავის ჩინელ პარტნიორთან, ”ბრილიანს ავტომოტივთან” ერთადაც შექმნის და ეს ავტომობილი, უპირველესად ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი
No comments:
Post a Comment