Sunday, July 31, 2011

„შევროლე“ „ვოლტებისთვის“ მწვანე ზონებს მოაწყობს

Chevrolet Green Zone to Power Volts Using Sun Energy
31 ივლისი 
„ჯენერალ მოტორსი“ არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მწარმოებლის სახელს იმკვიდრებს, არამედ იმაზეც ზრუნავს, რომ მის მიერ წარმოებულმა ელექტრომობილებმა, სუფთა წყაროებიდან მიღებული ელექტრო ენერგიით ისაზრდოონ.

კერძოდ, „შევროლემ“ გამოაცხადა, რომ იწყებს პროექტს, სახელად „გრინ ზონ“ (მწვანე ზონა), რომელიც თავისი ჩრდილოამერიკელი დილერების ტერიტორიაზე, ელექტროენერგიით დამუხტვის სადგურებს გახსნის. რაც მთავარია, ეს სადგურები ენერგიას მზის ელემენტებისგან მიიღებენ, რომლებიც სადგურების სახურავზე განთავსდება. თითოეული ასეთი სადგური, ერთდროულად 12 მანქანის (რა თქმა უნდა, შევროლე ვოლტის) მომსახურებას შესძლებს.
პირველი ორი სადილერო პუნქტი, რომლებიც „მწვანე ზონებით“ აღიჭურვება, კალიფორნიასა (ამერიკენ შევროლე ქალაქ მოდესტოში) და შტატ მიჩიგანში (ალ სერა ავტო პლაზა ქალაქ გრან ბლანში) მდებარეობს. კალიფორნია ცნობილია, როგორც ეკოლოგიაზე მზურნველი მოწინავე შტატი, შტატ მიჩიგანში (ქალაქ დეტროიტში) კი „ჯენერალ მოტორსის“ შტაბ-ბინა მდებარეობს.
„ეს ჩვენთვის დიდი ხეირია, რადგან გამომუშავებული ელექტროენერგია საოპერაციო ხარჯებს შეგვიმცირებს. რაც მტავარია, ამით მოგებული გარემო დარჩება, რომელიც გამონაბოლქვით ნაკლებად დაბინძურდება“, - ამბობს „სერა ავტომოტივის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი ჯოი სერა.
თითოეული „მწვანე ზონის“ სიმძლავრე საკმარისია იმისათვის, რომ წლიურად 4 500 ავტომობილი სრულად დამუხტოს. პირველი ასეთი (ექსპერიმენტული) ზონა დეტროიტში, „ჯენერალ მოტორსის“ ჰამტრამკის ქარხანაში ამოქმედდა. მისი ექსპლუატაციისას, კომპანია დარწმუნდა, რომ ასეთი სადგურების ექსპლუატაცია მომგებიანია.
„თითო ასეთი სახურავი საკმარისია იმისათვის, რომ სამი სახლი ელექტროენერგიით მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოს, ან სადილერო სადგურის მოთხოვნილება მეოთხედით დააკმაყოფილოს. პროგრამის სრულად ამოქმედების შემდეგ, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, რომლის ნაწილსაც ქსელში გავუშვებთ“, - ამბობს „შევროლეს“ გლობალური მარკეტინგისა და სტრატეგიის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი კრის პერი.

No comments:

Post a Comment