Sunday, July 31, 2011

„ოპელის“ ახალი ფლაგმანი საწვავის ფიჭური სისტემით აღიჭურვება

Opel may launch new flagship model with fuel cell system
31 ივლისი
„ოპელს“ დაწყებული აქვს მუშაობა თავის ახალ ფლაგმან მოდელზე, რომელიც ბაზარზე მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდება. მართალია, მის პრემიერამდე ჯერ ბევრი დროა, თუმცა ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემები, მათ შორის „ავტომოტივ ნიუს იუროპი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ავტომობილი თავიდანვე ენერგიის ალტერნატიული წყაროთი აღიჭურვება.

„ოპელის“ მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, წლიურად 20 000 ცალი ახალი ფლაგმანის გაყიდვა იგეგმება. ამასთან, ეს ავტომობილი, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს, გერმანული კომპანიის გამაში, ადგილს საშუალო ზომის „ინსიგნიაზე“ მაღლა დაიკავებს.
„ოპელის“ აღმასრულებლის მოადგილე და კომპანიის პროფკავშირის უფროსი ხელმძღვანელი კლაუს კრანცი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, ტექნოლოგიურად უმაღლეს საფეხურს დაიკავებს კომპანიის საწარმოო პროგრამაში. ის ჰიბრიდული სისტემებით და საწვავის ფიჭური ელემენტებით აღიჭურვება და არაერთ მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლესაც მიიღებს.
„ჩვენ მოდელ „ამპერათი“ უკვე ყველას დავანახეთ, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. ამ ავტომობილის წყალობით, ჩვენ კონკურენტების უმეტესობას ორი-სამი წლით გავასწარით“, - ამბობს ფრანცი და დასძენს, რომ პროფკავშირების ზეწოლის გამო, „ოპელს“ ახალი ავტომობილის გერმანიაში წარმოება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფკავშირი პროექტს მხარს არ დაუჭერს. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილს, რომლის შიდასაქარხნო ინდექსიცაა TOL (ტოპ ოფ დი ლაინ), რიუსელსჰაიმში გამოუშვებენ. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პირველი ეგზემპლარები, ისევე როგორც „ოპელ ამპერას“ შემთხვევაში, ამერიკაში დამზადდეს.
კრანცი ამბობს, რომ ფლაგმანის წარმოების დაწყება უფრო ადრეც შეიძლებოდა, თუმცა „ოპელის“ მთავარი პრიორიტეტი მინი ავტომობილის, ასევე „ასტრაზე“ ბაზირებული კაბრიოლეტის, კუპესა და უგზოობის ავტომობილის წარმოების დაწყებაა.

No comments:

Post a Comment