Sunday, July 31, 2011

„მზის მანქანა“ „ნუნა 6“ დიდი რბოლისთვის მზადაა

Nuna 6 Solar Vehicle to Compete in $10 Million Race
31 ივლისი
რბოლა, სახელად „უორლდ სოლარ ჩელინჯ“ (მზის მსოფლიო გამოწვევა), ყოველწლიურად ავსტრალიაში ტარდება და ის იმითაა გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობას მხოლოდ ისეთი ავტომობილები ღებულობენ, რომლებიც მზის ენერგიას იყენებენ.

რბოლა ავსტრალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დარვინში იწყება და 3 000 კილომეტრის შემდეგ, სამხრეთის ქალაქ ადელაიდაში მთავრდება. მისი მონაწილენი საგზაო მოძრაობის წესებს ემორჩილებიან და გზაში ყველანაირი სირთულის გადალახვა უწევთ. სამაგიეროდ, გამარჯვებულს ჯილდოც შესაფერისი ელის - 10 მილიონი დოლარი.
ჰოლანდიური გუნდი „ნუონ სოლარ ტიმ“, ამ რბოლაში 2001 წლიდან მონაწილეობს და სადებიუტო რბოლაშივე მიაღწია გამარჯვებას. გუნდში ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან გაერთიანებული, რომლებიც რბოლაში მონაწილე მანქანის კონსტრუქციას ამუშავებენ. მათს პირველ მანქანას „ნუნა 1“ ერქვა, წლევანდელი გარბენისთვის კი „ნუნა 6“ მოამზადეს, მანქანა, რომელიც მისი წინამორბედის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვერსიაა.
„ნუნა 6-ს“ ერთგვარი ფრთის ფორმა აქვს, რაც ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს და მანქანის მდგრადობასაც აუმჯობესებს. ის მსუბუქი მასალებისგანაა დამზადბული და მხოლოდ 145 კილოგრამს იწონის. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს არის ყველაზე მოკლე „ნუნა“, რომელიც კი „ნუონ სოლარს“ ოდესმე მოუმზადებია.
მანქანის ზედა მხარე დაფარულია 1 690 ცალი სილიკონის მონოკრისტალური უჯრედით, რომლებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნიან და მისით მანქანას ამარაგებენ. მანქანას მხოლოდ სამი ვიქრო ბორბალი აქვს, რომლებიც შემცირებული წინააღმდეგობით გამოირჩევა. ზმის რბოლაში მონაწილე გუნდებისთვის, ეს ამ ტიპის საბურავები სპეციალურად შეიმუშავა და დაამზადა ფრანგულმა კომპანია „მიშლენმა“.
უნდა ითქვას, რომ „მზის რბოლა“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, „ნუნას“ პირველ ოთხ მოდიფიკაციას აქვს მოგებული, თუმცა მეხუთე მოდელი ნაკლებად წარმატებული გამოდგა. „ნუონ სოლარს“ იმედი აქვს, რომ მეექვსე მოდიფიკაციით, ისევ გარბენის გამარჯვებული გახდება.

No comments:

Post a Comment