Saturday, October 8, 2011

პლაგ-ინ ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსი”

ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე ”ტოიოტა” უკონკურენტოა - ამ ტიპის თითქმის ორი მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული. მაგრამ ტექნოლოგიები ვითარდება და კონკურენტებმა ისეთი ჰიბრიდები გამოუშვეს, პასუხი სასწრაფოდ იყო გასაცემი. თუ არა, ”პრიუსის” ლიდერობა წარსულში დარჩებოდა. და ”ტოიოტამაც” ის ნაბიჯი გადადგა, რომელსაც მისგან ყველა ელოდა - პლაგ-ინ ჰიბრიდული ”პრიუსი” გამოუშვა.
იაპონური კომპანიის განმარტებით, ეს არის ”ყველაზე მწვანე, ტექნიკურად ყველაზე მოწინავე პრიუსი, რაც ოდესმე ამ კომპანიას გამოუშვია”. ელექტროძრავი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით იკვებება, რომლის ტევადობაც 4.4 კილოვატსაათია. მისი დამუხტვა 1.5 საათშია შესაძლებელი, ეს ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 25 კილომეტრი გაიაროს.
მას შემდე, რაც აკუმულატორი დაიცლება, საქმეში ჰიბრიდული სისტემა ერთვება, რომელიც აკუმულატორს მუხტავს. როცა მანქანაგაჩერებულია, აკუმულატორის შევსება საყოფაცხოვრებო ქსელიდან შეიძლება.
პლაგ-ინ პრიუსის ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 134 ცხენის ძალაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მაქსიმუმ 180 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, ადგილიდან 100-ის აკრეფა კი 10.7 წამში შეუძლია. ასი კილომეტრის გასავლელად, პლაგ-ინ ”პრიუსს” დაახლოებით 2 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროს მხოლოდ 49 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
”ტოიოტა” ამ ავტომობილის გაყიდვებს იაპონიაში, ამერიკასა და ევროპაში მერმისს დაიწყებს. მისი სავარაუდო ფასი კი 30 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

No comments:

Post a Comment