Saturday, October 8, 2011

”ასტონ მარტინი” კარბონს ითვისებს



ინგლისური მარკა სამოდელო გამის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, თუმცა ფრანკფურტში მის პავილიონში რამდენიმე ექსპონატს მაინც ნახავდით. ოღონდ, ისინი არსებული მოდელების მოდიფიკაციებია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ”DBS კარბონ ედიშნ სპეშლ”, რომლის მთავარი თვისება ისაა, რომ მისი ძარის რამდენიმე ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული.

V12 ძაგატო
ამ ავტომობილს 10-წკირიანი ბორბლებიც გამოარჩევს, რომელთა წკირებს შორისაც კარგად ჩანს უზარმაზარი შავი სამუხრუჭე სისტემები. კარბონის დეტალები სალონშიც შეგხვდებათ. კომპანია არ აზუსტებს, თუ რამდენად შემსუბუქდა ავტომობილი ამ მასალის გამოყენების წყალობით. სამაგიეროდ, კარბონის სიჭარბე ფასზე აისახა - ”DBS კარბონ ედიშნ სპეშლის” კუპე ვერსია თითქმის 290 000 დოლარი ღირს, ღია ვერსიის (ვოლანტე) შეძენის მსურველებს კი 300 000-ზე მეტი დლარის გადახდა მოუწევთ.
სიგნიტი
”DBS კარბონ ედიშნ სპეშლის” გარდა, ”ასტონის” პავილიონში ასევე ექსკლუზიური ”ვან-77-ის”, ”V12 ძაგატოს” და ჯუჯა ”სიგნიტის” ხილვა იყო შესაძლებელი. მართალია, არცერთი მათგანი აბსოლუტური სიახლე არ იყო, მაგრამ ”ასტონ მარტინი” უყურადღებოდ დატოვებას არ იმსახურებს...
ვან-77

No comments:

Post a Comment