Saturday, October 8, 2011

”ლოტუს ევორა GTE” - საგზაო მრბოლი

არა, ეს სიტყვებით თამაში არაა. უბრალოდ, ”ლოტუსმა”, რომელსაც მალე შესაძლოა მალაიზიელი პატრონი გამოეცვალოს (მის შეძენას შვეიცარიული კონსორციუმი გენიი კეპიტალი აპირებს, რომელსაც ლოტუსის ფ1-ის გუნდი - ყოფილი რენო ეკუთვნის), ”ევორას” გაუმჯობესებული ვარიანტი, სარბოლად გამოწყობილი გვიჩვენა. და ამ ავტომობილის მახასათებლებიც უფრო სარბოლი ავტომობილისას შეესაბამება.
საპრეზენტაციო რელიზში წერია, რომ ”ევორა GTE” ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილია, რომელიც კი ოდესმე ”ლოტუსს” გამოუშვია. ის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 434 ცხენის ძალას და 430 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ყველაფერ ამას 6-საფეხურიანი ავტომატიზებული სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს და ამძრავ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ყველაფერი ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4 წამზე ნკლებში აკრიფოს.
საინტერესოა, რომ თავიდან ”ლოტუსი” ამ ავტომობილს მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის ამზადებდა. მაგრამ რამდენის წარმოებასაც გეგმავდა, წარმოების დაწყებამდე, ყველა სწრაფად გაყიდა. შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ დამატებით გამოუშვას და ჩინეთის გარდა, სხვა ბაზრებზეც გაიტანოს.

No comments:

Post a Comment