Saturday, October 8, 2011

9 მეათასედი წამის ფასი - პოული

Vettel pips Button to Japanese GP pole
8 ოქტომბერი
პოულ პოზიცია ამჯერადაც სებასტიან ფეტელის და ”რედ ბულ რეისინგის” ნადავლი გახდა. და ეს მსოფლიოს ჩემპიონებმა 0.009-წამიანი განსხვავების წყალობით შეძლეს. სწორედ ასეთი მცირე ჰანდკაპით აჯობეს ჯენსონ ბატონს და ”მაკლარენს”. არადა, ბრიტანულ გუნდს რეალური შანსი ჰქონდა, ავსტრიელი მოწინააღმდეგე პირველად დაეტოვებინა პოულის გარეშე.

ფეტელისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-12 პოულია. მან მხოლოდ სამჯერ წააგო კვალიფიკაცია და სამივე შემთხვევაში, თანაგუნდელ მარკ უებერთან. ბატონი ერთადერთი მრბოლია, ვისაც ფეტელისთვის ზედიზედ მეორე ტიტულის დაუფლებაში ხელის შეშლა თუნდაც თეორიულად შეუძლია. მან სამივე თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და კვალიფიკაციაში გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ნავსის გატეხვა მაინც ვერ შეძლო და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
”ახალი წინა ფრთა დროულად მივიღეთ. კვალიფიკაციაში მაინც გაგვიჭირდა, მაგრამ იღბლად, ეს მაინც შევძელით. მესამე პრაქტიკის შემდეგ ბიჭებმა თავდაუზოგავად იმუშავეს, მანქანა იდეალურად ააწყვეს, რამაც გადამწყვეტი გავლენა იქონია ჩემს შედეგზე”, - ამბობს ფეტელი, ვისაც რბოლაში ერთადერთი ქულაც ჰყოფნის იმისათვის, რომ შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნოს და ფ1-ის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდეს.
ცნობისათვის, ფეტელს იაპონიის ბოლო ორი დიდი პრიზი პოულიდან აქვს მოგებული. ბოლო 16 რბოლა კი ქულებში დაასრულა. აქედან, ამ სეზონში ყველაზე უარესი შედეგი მეოთხე ადგილი იყო...
”ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მანქანიდან ყველაფერი გამოვწურე, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. ეს კი მთელი გუნდის დამსახურებაა. სუძუკა იმ ტიპის ტრასაა, რომელზეც ”რედ ბული” შეუდარებელია და აქ რომ მათ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ, ეს სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურებაა”, - განაცხადა ბატონმა.
მესამე შედეგს დასჯერდა მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი, ვისაც კვალიფიკაციის წინა ორივე სეგმენტში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და მესამეს ბოლო წამებამდეც ყველაზე სწრაფი იყო. თუმცა, ბოლო სწრაფ წრეზე გასვლა ვეღარ მოასწრო, რაშიც მას მარკ უებერი და მიხაელ შუმახერი ”დაეხმარნენ”. სხვათა შორის, სწრაფი წრის დაფიქსირება ვერც შუმახერმა შეძლო.


იაპონიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:30.466
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)              1:30.475
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:30.617
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:30.804
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:30.886
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:31.156
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)              დროის გარეშე
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                  დროის გარეშე
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                          დროის გარეშე
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                      დროის გარეშე
- - - - - - - - - -                                           
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)           1:32.463
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:32.746
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)         1:33.079
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)   1:33.224
15. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)         1:33.227
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)       1:33.427
17. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        დროის გარეშე
- - - - - - - - - -                                           
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:35.454
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                       1:35.514
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)               1:36.439
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                         1:36.507
22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           1:37.846
23. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 დროის გარეშე
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)               დროის გარეშე

No comments:

Post a Comment