Saturday, October 8, 2011

იაპონური სახალხო ავტო ევროპისთვის

ასეთად ”ტოიოტა” საშუალო კლასის სედან ”ავენსისს” მოიხსენიებს. ერთი შეხედვით, ”ავენსისი” ამერიკაში ძალიან პოპულარულ სედან ”ქემრის” ევროპული ვარიანტია, თუმცა შიგნიდან განსხვავება იმდენად დიდია, რომ ამათი შედარება უხერხულიც კია.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ”ავენსისი” პლატფორმას ”სციონ tC-სთან” იყოფს. წინიდან ის შეცვლილია. დაიხვეწა რადიატორის ბადის ფორმა, უფრო გაიწელა და გაიზარდა წინა ფარები. უფრო მასიური გახდა უკანა ნაწილი. საბაზო შესრულებით, ავტომობილი 16-დუიმიან ბორბლებზე დგას. თუმცა, ასევე შესაძლებელია 17 და 18-დუიმიანი ბორბლების დაყენება.
ახალი ავენსისისთვის სამი ოთხცილინდრიანი ძრავია გამოყოფილი. ესენია 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი, 2.2-ლიტრიანი დიზელი და ბენზინის 1.8-ლიტრიანი აგრეგატი. სტანდარტული შესრულებისას, სამივესთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. 2.2-ლიტრიანი დიზელის შემთხვევაში ასევე 6-საფეხურიანი ავტომატის დაყენება, დანარჩენ ორთან კი უსაფეხურო ვარიატორის შეწყვლებაც შეიძლება.

No comments:

Post a Comment