Saturday, October 8, 2011

”ფოლკსვაგენ ბაგი Up!” სასეირნოდ მზადაა

ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება ”ფოლკსვაგენის” მინიავტომობილ Up!-ის მსოფლიო პრემიერა გახდა. ვოლფსბურგელები ამ ავტომობილზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის ახალი სახალხო ავტომობილი უნდა გახდეს. და პირველ ნაბიჯად, მათ საზოგადოების წინაშე, Up!-ის ბაზაზე შექმნილი ერთბაშად რამდენიმე განსხვავებული ავტომობილი გამოიტანეს. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული, ”ბაგი Up!” იყო, ღია მანქანა, რომელიც პლიაჟზე სასეირნოდაა განკუთვნილი.

ეს ავტომობილი უპირველესად, ლეგენდარული ”ხოჭოს” ბაზაზე შექმნილი, ამავე სახელწოდების მქონე ავტომობილის ერთგვარი გამოძახილია. ავტომობილისა, რომელიც 60-იან წლებში, კალიფორნიაში ძალიან პოპულარული იყო. თუმცა, განსხვავება ძველსა და ახალ ”ბაგის” შორის მაინც ძალიან დიდია - ახალი გარეგნულად გაცილებით დახვეწილიცაა და ელეგანტურიც.
კონცეპტუალური ავტომობილი მსუბუქ მზიდ სტრუქტურაზეა აგებული, რომელიც სუსტ ადგილებში გამაგრებულია - ავტომობილს კარები სახურავი არ აქვს, არადა, ესენი შემკვრელ ფუნქციას ასრულებენ. ამიტომ, ძარა დამატებითი ელემენტებითაა გაძლიერებული. უსაფრთხოების მთავარი ელემენტი კი მძლავრი საყრდენია, რომელიც სავარძლების (ასეთი მხოლოდ ორია) უკანაა მოთავსებული.
ძველი ფოლკსვაგენ ბაგი
”ბაგი Up!” სერიულ ჰეჩბეკზე ოდნავ გრძელი, განიერი და დაბალია, რაც მას სპორტულ იერს ანიჭებს. ორადგილიანი სასეირნო ავტომობილი ალუმინის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 205/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი. სალონი მთლიანად წყლის ამრეკლი მასალებითაა გაწყობილი, ძირზე კი მას სპეციალური ნახვრეტები აქვს, საიდანაც წყალი თავისით გამოიდევნება.

No comments:

Post a Comment