Krafcik: Capacity crimps Hyundai
5 თებერვალი
„ჰიუნდაი ამერიკა“, რომელმაც შარშან გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა, წელს იგივე შედეგებს არ ელის. მისი მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი ამბობს, რომ ამის მიზეზი ამერიკული საწარმოების შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობაა. უფრო მეტიც, მისი თქმით, ძალიან გაკვირვებული დარჩება, თუ მისი კომპანიის გაყიდვები ამერიკაში დაგეგმილი 8 პროცენტით გაიზრდება.
მარკეტოლოგები ამერიკის საავტომობილო ბაზრის სწორედ 8 პროცენტით, 13.8 მილიონამდე გაზრდას ვარაუდბენ. და თუ „ჰიუნდაი“ ამ ტემპს აჰყვება, მისი გაყიდვების მოცულობა 700 000–ს მიაღწევს. თუმცა, კრაფჩიკი თვლის, რომ ეს ძნელად მიღწევადი მიზანია.
„ჰიუნდაის“ ალაბამას ქარხნის ნომინალური სიმძლავრე წლიურად 300 000 ავტომობილის წარმოებაა. თუმცა, მოდერნიზაციის წყალობით, შარშან იქ 330 000 ავტომობილი გამოუშვეს. მაგრამ ამაზე მეტად, მისი შესაძლებლობები ვეღარ გაიზრდბა.
კორეულმა კომპანიამ ერთი საინტერესო გამოსავალი ნახა – საბითუმო გაყიდვებს შეამცირებს. ამის ხარჯზე, საცალო დილერებისთვის მიწოდება გაიზრდება. ეს კი მოგების მარჟას გაზრდის, რადგან ბითუმად ავტომობილები ფასდაკლებით იყიდება. სხვათა შორის, ამერიკაში „ჰიუნდაის“ საბითუმო გაყიდვები მხოლოდ 10 პროცენტი იყო, რაც ამ ბაზარზე მომუშავე კომპანიებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, წელს საბითუმო გაყიდვები 7 პროცენტამდე დაიკლებს.
„ჩვენი პრიორიტეტი დილერების მომსახურებაა, საბითუმო გაყიდვებს კი შევამცირებთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ სრული ფასით გავყიდოთ ჩვენს მიერ გამოშვებული ყოველი ავტომობილი“, – ამბობს კრაფჩიკი და დასძენს, რომ ამერიკის ბაზარზე იანვარში გაყიდვების ზრდა მეტწილად საბითუმო გაყიდვების მომატებამ განაპირობა, რაც ბაზრის რეალურ სურათს არ იძლევა.
ცნობისათვის, სწორედ საბითუმო გაყიდვების შეზღუდვაა ის ძირითად ფაქტორი, რომლის წყალობითაც, გაყიდვებისას „ჰიუნდაის“ მიერ გაწეული შეღავათების საშუალო მაჩვენებელი 1000 დოლარზე ნაკლებია. ეს კი ამერიკის ბაზარზე რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია და მოგების მარჟის გაზრდას უწყობს ხელს.
კრაფჩიკი ამბობს, რომ მალე დაიწყება სადილერო შოურუმების მოდერნიზაცია, რაც კლიენტების უკეთ მომსახურებისთვის კეთდება. პირველ რიგში, თავიანთ შოურუმებს ახლებურად ის 345 დილერი მოაწყობს, რომლებზეც „ჰიუნდაის“ ამერიკული გაყიდვების თითქმის 70 პროცენტი მოდის. ამ საქმეში კორეული კომპანია 900 000 დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
No comments:
Post a Comment