Wednesday, March 7, 2012

1200-ცხენისძალიანი მხეცი (ვიდეო)

Bugatti Drops the Lid off 1,200PS Veyron Grand Sport Vitesse in Geneva
7 მარტი
თუ თქვენ საჭირო რაოდენობის ფული გაქვთ, მაგრამ „ლამბორგინი ავენტადორ J-ს“ მხოლოდ იმის გამო ვერ შეიძენთ, რომ მას იტალიური კომპანია მხოლოდ ერთ ცალს გაჰყიდის, გულს ნუ გაიტეხთ. „ბუგატიმ“ იმავე ჟენევაში, გაცილებით ექსტრემალური მხეცი მოგიმზადათ, რომლის გადაადგილებასაც 1200 ცხენი უზრუნველყოფს. შეიძლება გარეგნობით უფრო „ლამბოს“ მანქანამ მოგხიბლათ, მაგრამ მსოფლიოში ბევრი ადამიანი გეგულებათ, ვინც ისეთი მძლავრი მანქანის საჭეს უზის, როგორიც „ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესია“?
ეს ავტომობილი „ბუგატი ვეირონ 16.4 სუპერ სპორტსის“ ბაზაზე დამზადდა, ავტომობილისა, რომლის წარმოებაც უკვე შეჩერებულია. მის ბაზაში იგივე, 8.0-ლიტრიანი W16 ძრავი მოთავსდა, რომელსაც ოთხი დიდი ზომის ტურბოკომპრესორი (თითო ყოველ ოთხ ცილინდრზე) და მათი საშუალედო გამაგრილებელი ემსახურება.
ძრავს მოდერნიზაცია ჩაუტარდა, რისი წყალობითაც, მისი მახასიათებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდა. სიმძლავრე 1001-დან 1200 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაბრუნი მომენტი კი - 1250-დან 1500 ნიუტონმეტრამდე. ამ მონსტრის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.6 წამში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს კი 7.1 წამში ავითარებს. „ვიტესის“ მაქსიმალური სიჩქარე 410 კმ/სთ-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოში უსწრაფესი სერიული ავტომობილია. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმში „ნორმა“, ავტომობილის მაქასიმალური სიჩქარე 375 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული.
სიმძლავრის ესოდენ მნიშვნელოვანმა ზრდამ, შასის გადაკეთებაც მოითხოვა. მწარმოებელმა შასის უფრო მეტი ნაწილი დაამზადა კარბონის კომპოზიტისგან, რამაც ავტომობილის წონაც შეამცირა და მანქანის სიმტკიცეც გაზარდა. თუმცა, „ბუგატი“ ამ მიმართულებით ზუსტ რიცხვებს ჯერაც არ აცხადებს.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ „ვიტესის“ ერთი ვერსია (ლურჯ/ცისფერი) 1.91 მილიონი ევრიო ეღირება, მეორე კი (ღია/მუქი ნაცრისფერი) - 1.75 მილიონი ევრო...


ვიდეო

No comments:

Post a Comment