Hyundai i-oniq Concept blends series hybrid with shooting brake style
7 მარტი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის შემუშავება გერმანიაში მიმდინარეობს - კონცეპტუალური „i-ონიკი“, რომელიც კორეულმა კომპანიამ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა და რომლის პრეზენტაციაზეც განაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით, ჩვენ „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის კონტურებს ვხედავთ, კომპანიის კვლევისა და განვითარების ევროპულ ცენტრშია შემუშავებული, ცენტრში, რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს.
რა ტქმა უნდა, ამ კონცეპციის მიხედვით შეუძლებელია „ჰიუნდაის“ მომავალი სტილის ზუსტად აღქმა - ის ჯერაც ბევრჯერ შეიცვლება და დაიხვეწება. მთავარი ისაა, რომ უკვე გავიგეთ, რომ „ჰიუნდაი“ ამ მიმართულებით მუშაობს და არ სჯერდება იმ მიღწევებს, რომლებიც ახლანდელმა სტილმა (თხიერი სკულპტურა) მოუტანა.
იგივე ითქმის კონცეპტუალური „i-ონიკის“ აღჭურვილობაზე, რომელიც ასევე გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებას ანიჭებს კორეული კომპანია პრიორიტეტს. თუმცა, მანამდე მისი გაბარიტების შესახებ: სიგრძე 4432 მილიმეტრი, სიგანე 1916 მილიმეტრი, სიმაღლე 1400 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2650 მილიმეტრი.
ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ბენზინის სამცილინდრიანი, 1.0-ლიტრიანი ძრავი და ელექტროძრავი შედის. პირველის სიმძლავრე 61 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 109 ცხენის ძალა. ამ უკანასკნელს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, წამყვან ბორბლებს კი ის ერთსაფეხურიანი ტრანსმისიით უკავშირდება.
ელემენტებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმსიათვის, რომ „i-ონიკმა“ 120 კილომეტრი გაიაროს, შიდაწვის ძრავის დახმარებით კი, სვლის სიშორე (რა ტქმა უნდა, სრულად ავსებული ავზით) 700 კილომეტრამდე იზრდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 145 კმ/სთ-ს აღწევს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 45 გრამია.
No comments:
Post a Comment