New Toyota FT-Bh Concept Breaks Cover in Geneva
7 მარტი
ბოლო რამდენიმე დიდ მოტორ შოუს ისე არ ჩაუვლია, რომ მასზე „ტოიოტას“ ახალი ჰიბრიდული მოდელი არ წარედგინა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჟენევის წლევანდელი გამოფენაა, რომელზეც იაპონური კომპანიის სტენდის მთავარი ჰიბრიდული პერსონაჟი, მინიავტომობილი FT-Bh გახდა.
ეს არის, თავისი გარეგნობით ფუტურისტული, ძალიან მსუბუქი და მცირე გაბარიტების მქონე ავტომობილი, რომლის შექმნისას, დღეს უკვე ხელმისაწვდომი, ეფექტური მასალები და მეთოდები გამოიყენეს. თავისი ზომებით, ის ახლოსაა ახლანდელ „იარისთან“: მისი სიგრძეა 3985 მილიმეტრი, სიგანე 1695 მილიმეტრი, სიმაღლე 1400 მილიმეტრი, ბაზა 2570 მილიმეტრი და წონა 786 კილოგრამი.
არადა, FT-Bh-ზე გამოყენებული ორცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი (ატკინსონის ციკლის ბენზინის ძრავი) უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივ „იარისზე“ გამოყენებული, ბენზინის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც სულ რარაც, 60 კილოგრამს იწონის. სამაგიეროდ, ძარის, ინტერიერის აღჭურვილობის, შასის და ელექტრონულ მოწყობილობათა საერთო წონა (იარისთან შედარებით) 340 კილოგრამით არის შემცირებული.
„ტოიოტას“ განცხადბით, FT-Bh-ს ასი კილომეტრის გასავლელად, საშუალოდ 2.1 ლიტრი ბენზინი ეყოფა, ყოველ კილომეტრზე კი ის ატმოსფეროში მხოლოდ 49 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
No comments:
Post a Comment