Tata Takes a Snapshot of the Future with New Megapixel Concept in Geneva
7 მარტი
ინდური კომპანია „ტატა მოტორსი“ იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს (ნანოს) აწარმოებს. რა ტქმა უნდა, მისი მთავარი მიზანი, ინდური, ძალიან სწრაფად მზარდი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ავტომობილების წარმოებაა. თუმცა გლობალურ დონეზე ცნობადბის მოსაპოვებლად, ბოლო ხანს საერთაშორისო ავტოგამოფენებზეც აქტიურობს, სადაც საკუტარ კონცეპტუალურ ავტომობილებს წარადგენს.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჟენევის მოტორ შოუა, სადაც „ტატამ“ კონცეპტუალური ოთხადგილიანი ელექტრომობილი „მეგაპიქსელი“ წარადგინა. ესაა ინდური კომპანიის ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქალაქო ავტომობილი არცთუ შორეულ მომავალში.
რეალურად, ესაა იმ სამკარიანი კონცეპტუალური „პიქსელის“ ახალი, ხუთკარიანი ვერსია, რომელიც „ტატამ“ ჟენევაში შარშან გამოფინა. თან ამჯერად გამოაცხადა, რომ მის მიზანს დასავლეთ ევროპის ბაზარზე შესვლა წარმოადგენს და რომ „მეგაპიქსელი“ შესანიშნავი პლატფორმაა იმისათვის, რომ ამ მიზნის მისაღწევად შესაფერისი სერიული ავტომობილი შექმნას.
„მეგაპიქსელის“ გაბარიტებია: სიგრძე 3504 მილიმეტრი, სიგანე 1673 მილიმეტრი და სიმაღლე 1405 მილიმეტრი. ანუ, ის ოდნავ პატარაა „ფიატის“ ახალ „პანდაზე“. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდენები, მისი წინა და უკანა კარები კი საპირისპირო მიმართულებით და ტანაც, ძარის გასწვრივ იღება. ამგვარად, პარკირებისას, ის მცირე ადგილს დაიკავებს.
„ტატა მეგაპიქსელი“ აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც მანქანისათვის ძალის მიმნიჭებლის როლი ელექტროძრავ(ებ)ს აქვს, შიდაწვის აგრეგატის დანიშნულება კი სვლის სიშორის გაზრდაა. ავტომობილი ოთხი, ბორბლებში მოტავსებული ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 13 ცხენის ძალაა. მათ ენერგიით ლითიუმ იონ ფოსფატის ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის მახასიათებლებიც არ გამოქვეყნებულა.
რაც შეეხება შიდაწვის ძრავს, ესაა 0.3-ლიტრიანი ერთცილინდრიანი ბენზინის აგრეგატი, რომელიც გენერატორს ატრიალებს. „ტატას“ განცხადებით, სრულად ავსებული ავზის შემთხვევაში, ავტომობილს 900 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ვიდეო
No comments:
Post a Comment