Renault Unwraps Production Version of All-Electric ZOE in Geneva, Announces Pricing
7 მარტი
„რენოს“ და „ნისანის“ მთავარ აღმასრულებელ კარლოს გონს ნათქვამი აქვს, რომ მალე ფრანგულ-იაპონური ალიანსი მთელ თავის ყურადღებას ელექტრომობილების წარმოებასა და რეალიზაციაზე გადაიტანს. „ნისანს“ უკვე დაწყებული აქვს „ლიფის“ წარმოება, რომელიც შარშან მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. „რენომ“ კი ბაზარზე უკვე სამი ელექტრომობილი - „კანგუ“, „ფლუენსი“ და სულ ახლახანს, „ტრვიზი“ გამოიყვანა.
და აი, ფრანგული კომპანია ჟენევაში კიდევ ერთი სერიული ელექტრომობილით - „ზოით“ წარსდგა და იქვე მისი ევროპული ფასები გამოაქვეყნა. ევროპაში ამ პატარა ავტომობილის გაყიდვას „რომბები“ ზაფხულში დაიწყებენ და მყიდველს მას ეკიპირების ორი დონით (ცენ და ინტენს) შესთავაზებენ. რაც შეეხება ფასებს, საფრანგეთში „ზოის“ საბაზო ღირებულება 15 700 ევრო იქნება, ამასთან მყიდველს ელემენტების ბლოკს ცალკე, ლიზინგით თვეში 79 ევროდ მიჰყიდიან. ლიზინგის პერიოდი კი სამი წელია.მთავარი ისაა, რომ ავტომობილი სვლის დიდი სიშორით გამოირჩევა. აკუმულატორის ერთი სრული დამუხტვით, მას 210 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა ეს მართვის სტილსა და ამინდზეა დამოკიდბული. ავტომობილი აკუმულატორის დასამუხტი მოწყობილობა „ქამელეონითაა“ აღჭურვილი, რომელსაც სხვადასხვა სიმძლავრის წერტილიდან ენერგიის მიღება შეუძლია. დამუხტვის დრო კი ნახევარი საათიდან 9 საათამდე მერყეობს.
ავტომობილის აღჭურვილობაში ასევე შედის კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა და „მიშლენის“ წარმოების ენერგიის დამზოგავი საბურავები (ენერჯი E-V). მათი დახმარებით, ცივ ამინდშიც კი, ავტომობილის სვლის სიშორე 10-150 კილომეტრია. კიდევ ერთი სისტემა, რომელიც სვლის სიშორის გაზრდას ემსახურება, არის მოწყობილობა „ეკო“, რომელიც ცენტრალურ კონსოლზე მდებარე გადასართველით აქტიურდება და ელექტროძრავის მუშაობის რეჟიმის და კლიმატ კონტროლის ოპტიმიზებას ახდენს. „ზოის“ ასევე გააჩნია ეგრეთ წოდებული „ხმის გენერატორი“, რომელიც შიდაწვის ძრავის ხმას გამოსცემს და ამით ხეფით მოსიარულეებს თავის მიახლოებას ამცნობს.
„ზოის“ სალონში მოთავსებულია სისტემა „R-ლინკის“ 7-დუიმიანი სენსორული მონიტორი, რომელზეც სანავიგაციო სისტემის და ავტომობილის მოწყობილობათა მაკონტროლებელი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება. ამ სისტემას ხმის ამოცნობაც შეუძლია. ამასთან, მონაცემებს დისტანციაზე, სმარტფონის, ან კომპიუტერის მეშვეობითაც გაგაცნობთ.
ვიდეო
No comments:
Post a Comment