Wednesday, March 7, 2012

ღია „რეინჯ როვერ ევოკი“ - გინდათ, თუ არა? (ვიდეო)

Land Rover Asks if it Should Build the Range Rover Evoque Convertible. What Sayeth You?
7 მარტი
„პალექსპოს“ კომპლექსში, „ლენდ როვერის“ ცენტრალური ადგილი, „რეინჯ როვერ ევოკის“ ღია ვერსიას ეკავა, ავტომობილს, რომელიც წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა. მას ახლა მწვანე შუქი სჭირდება, რომელიც დამთვალიერებლების და სპეციალისტების დახმარებით, კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა აანთოს. ჟენევაში ის სწორედ იმისთვისაა წარდგენილი, რომ საზოგადოების აზრი შეისწავლონ...

„ლენდ როვერის“ ჟენევური ექსპონატი, სერიული სამკარიანი „ევოკის“ ბაზაზეა აგებული. მის სალონში ოთხი სავარძელი მოთავსდა, რბილი სახურავი კი დასაკეცია და დაკეცილ მდგომარეობაში, ის უკანა სავარძლები უკან თავსდება. მის სტრუქტურაშივეა ინტეგრირებული დამცავი კონსტრუქცია, რომელიც მგზავრებს მანქანის გადაყირავების შემთხვევაში დაიცავს.
„ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორი გერი მაკგოვერნი ამბობს, რომ უგზოობის კაბრიოლეტის შექმნისკენ, მის ჯგუფს თავად „ევოკის“ გარეგნობამ უბიძგა. მათ არც იმ ფაქტის გამო დაუხევიათ უკან, რომ ჯერჯერობით, ბაზარზე უგზოობის ღია ავტომობილებს ვერ შეხვდებით (ნისანს აქვს მცდელობა, მაგრამ ჯერ მხოლოდ კონცეპციის დონეზე).
„ლენდ როვერი“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით, ღია „ევოკის“ წარმოება მის გეგმებში არ შედს, თუმცა ჟენევის და ალბათ, ნიუ იორკისა და პეკინის შოუების შემდეგ, ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს - საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ გამოფენებზე მიღებული გამოხმაურებების მიხედვით მიიღებენ.
და თუ ღია „ევოკის“ წარმოება გადაწყდება, მყიდველს მას სრულამძრავიანი და წინა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიებით შესთავაზებენ. რაც შეეხება ძრავების გამას, რა თქმა უნდა, ღია ავტომობილი დახურულისგან გაიზიარებს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment