Wednesday, March 7, 2012

ხუთკარიანი „ჩინკვეჩენტო“ (ვიდეო)

The New Fiat 500L Smiles for the Camera in Geneva
7 მარტი
„ფიატმა“ უკვე რამდენჯერმე უშედგოდ სცადა საშუალო და დიდგაბარიტიანი ავტომობილების სეგმენტებში დამკვიდრება და ახლა მთელი თავისი ყურადრება ისევ A, B და C სეგმენტებზე გადააქვს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟენევაში სერიული წარმოებისთვის მომზადებული 500L წარადგინა, ავტომობილი, რომელიც პოპულარული „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზეა შექმნილი და რომლითაც მიკროვენ „იდეას“ შეცვლის.

მართალია, ამ ავტომობილის სახელში 500 ფიგურირებს, მაგრამ რეალობაში, ის უფრო მოზრდილი „პუნტოს“ პლატფორმაზეა აგებული. მისი სიგრძეა 4140 მილიმეტრი, სიგანე 1780 მილიმეტრი, სიმაღლე კი 1660 მილიმეტრი. ამგვარად, ის 594 მილიმეტრით გრძელი, 153 მილიმეტრით განიერი და 175 მილიმეტრით მაღალია სამკარიან 500-ზე. ავტომობილის საბარგულის მოცულობა 400 ლიტრია, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მასში ხუთი გორგოლაჭიანი ჩანთა ჩაეტიოს.
500L-ისთვის სულ სამი ძრავია გათვალისწინებული. მათგან ორი ბენზინისაა, ერთი კი - დიზელის. ბენზინის ძრავებიდან ერთი, 0.9-ლიტრიანი და ორცილინდრიანი ტურბოა, მეორე კი 1.4-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი. რაც შეეხება დიზელს, მისი მუშა მოცულობა 1.3 ლიტრია და ის სისტემა „მულტიჯეტ II ტურბოთია“ აღჭურვილი.
ჟენევაში „ფიატმა“ ხუთადგილიანი 500L წარადგინა, თუმცა იტალიური კომპანია აუცილებლად აპირებს მისი შვიდადგილიანი ვერსიის გამოშვებასაც. წარმოებისთვის სერბეთის ქალაქ კრაგუიევაცში მდებარე ქარხანაა შერჩეული, რომელიც 500L-ს წლის ბოლოდან გამოუშვებს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment