Renault already putting '70pc' into 2014 engine
13 მარტი
ფორმულა ერთის მოქმედ ჩემპიონ „რედ ბულის“ ძრავების მიმწოდებელი „რენო“ აცხადებს, რომ თავისი შესაძლებლობების 70 პროცენტი ახალი, V6 ტურბო ძრავის შექმნისკენ აქვს მიმართული. ფ1-ის ახალი რეგლამენტი ძალაში 2014 წელს შევა და გუნდებს სწორედ V6 ტურბო ძრავების გამოყენებას დაავალდებულებს.
წლვანდლ და მომავალი წლისს ეზონებში, ფ1-ში უკანასკნელად გამოიყენებენ V8 ატმოსფერულ ძრავებს, რომლებსაც „ძრავების რეგლამენტის გაყინვის“ პირობებში, მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია არ უტარდება. ამიტომ, ძრავების მიმწოდებლებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ახალ აგრეგატებზე.
„ჩვენი რესურსების 70 პროცენტი ახალი ძრავის შემუშავებაზეა მიმართული. მომავალ სეზონში კი ასი პროცენტით მასზე გადავერთვებით“, - ამბობს „რენ სპორტ F1-ის“ შეფი ჟან-ფრანსუა კობე.
როგორც ცნობილია, „რედ ბულ რეისინგის“ გარდა, ფრანგული კომპანია ძრავებს „ლოტუსს“, „კატერჰემს“ და „უილიამსსაც“ აწვდის. ამასთან, ჯერ კიდევ შარშან, „ლოტუსი“ „რენოს“ სახელით ასპარეზობდა.
„რენო“ აცხადბს, რომ ახალი, 1.6-ლიტრიანი ტურბო V6-ის შემუშავება დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაჯდება. ამასთან, ძრავთან ერთად, ფრანგული კომპანია სისტემა კერს-საც ამზადებს, რომელიც ახალი აგრეგატის სტრუქტურაში შევა.
„ახალი კერს-ი ახალი ძრავის ინტეგრალური ნაწილი იქნება. ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, „რედ ბულს“ არამხოლოდ ძრავებით, არამედ კერს-ითაც მოვამარაგებთ, რომელიც ძალური დანადგარის ნაწილი იქნება“, - დასძენს კობე.
No comments:
Post a Comment