Handsome Volkswagen Cross Coupé turns red, gains diesel plug-in tech
12 მარტი
სწორედ ასე შეამკეს ვოლფსბურგელებმა თავიანთი უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ტოკიოში პრემიერის შემდეგ, ევროპელების წინაშე, შეცვლილი ძალური დანადგარით წარსდგა. ის ისევ პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილია, ოღონდ თუ ტოკიოში ნაჩვენებ „ქროს კუპეს“ ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის ძრავი შედიოდა, ამჯერად ის დიზელმა ჩაანაცვლა.
მთავარი ისაა, რომ ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად, სულ რაღაც 1.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 46 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავი და ტურბოდიზელი შედის, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. დიზელს უმტავრესად დამხმარე ფუნქცია აკისრია - მასთან დაკავშირებული გენერატორით, ის ელექტროძრავებისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს. თუმცა ავტომობილს აქვს მუშაობის რეჟიმი, როდესაც მხოლოდ ამ ძრავის მიერ გამომუშავებული ძალით გადაადგილდება.
ჰიბრიდული სისტემი ჯამური სიმძლავრე 302 ცხენის ძალას აღწევს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ 1858-კილოგრამიანმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 6.5 წამში განავითაროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ს აღწევს. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ „ქროს კუპემ“ 45 კილომეტრი გაიაროს. ოღონდ, ამ დროს მისი სიჩქარე არ უნდა იყოს 120 კმ/სთ-ზე მეტი (ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად). აკუმულატორებში ენერგიის ამოწურვის შემდეგ კი საქმეში შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება. იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის ავზის მოცულობა 55 ლიტრია, ამ შემთხვევაში, სვლის სიშორე 1280 კილომეტრამდე იზრდება.
„ქროს კუპეს“ მოძრაობის ხუთ რეჟიმში მოძრაობა შეუძლია. ესენია: სიტი - ეკოლოგიური რეჟიმი, ენერგიის მინიმალური ხარჯით; სპორტ - სახელიდანაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი დინამიურობაა. ამ დროს, ის სრულამძრავიანია; ოფროუდ - ამ შემთხვევაშიც, ავტომობილი სრულამძრავიანია; ელექტრიკ - მხოლოდ ელექტროძრავებით გადაადგილდება; დამუხტვა - ამ დროს ის წინაამძრავიანია და მას მამოძრავებელ ძალას შიდაწვის ძრავი ანიჭებს, ელექტროძრავები კი გენერატორის რეჟიმში მუშაობენ და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკს მუხტავენ.
No comments:
Post a Comment