Tuesday, March 13, 2012

ენცო ფერარის მოდენაში მუზეუმი გაუხსნეს (ვიდეო)

New Enzo Ferrari Museum Opens its Doors in Modena
13 მარტი
საავტომობილო ინდუსტრიის და სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურას, ენცო ფერარის, მის მშობლიურ ქალაქ მოდენაში მუზეუმი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმს (მუზეო კასა ენცო ფერარი) პირდაპირი კავშირი არ აქვს კომპანია „ფერარისთან“, რომელსაც საკუტარი მუზეუმი (მუზეო ფერარი) მარანელოში აქვს.

ახალი მუზეუმის მშენებლობა 18 მილიონი ევრო დაჯდა და ის მთლიანად ქალაქის ხელისუფლებამ დააფინანსა, რომელიც იმედოვნებს, რომ ყოველწლიურად მუზეუმს 200 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება. ეს კი რეგიონის ეკონომიკას გააძლიერებს. მუზეუმის სახურავი „ფერარის“ ძველი მანქანის კაპოტის სტილშია შესრულებული. მუზეუმის გაფორმებაში ყვითელი ფერი სჭარბობს, რომელიც „ფერარის“ ემბლემის მთავარი ფერია.
მუზეუმში, ენცო ფერარის ნივთების გარდა, ის ავტომობილებიცაა გამოფენილი, რომელტა შექმნაშიც ენცო ფერარი მონაწილეობდა...

ვიდეო

No comments:

Post a Comment