Bentley Admits that it's Planning a Redesign for the EXP 9 F SUV Concept
12 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ ავტომობილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მეტად განხილვადი, „ბენტლის“ უგზოობის EXP 9F-ია, რომელმაც ისეთი გამოხმაურებები ვერ მიიღო, როგორსაც ბრიტანული კომპანია იმედოვნებდა.
გამოფენის დაწყებამდეც, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო, რომ ამ ავტომობილს საზოგადოება არ მოიწონებდა - ის მეტისმეტად დამთრგუნველად გამოიყურება და საკმაოდ უხეში გარეგნობაც აქვს. ამგვარად, „ბენტლის“ პირველი ნაბიჯი მისთვის უცხო ტერიტორიაზე, მარცხით დასრულდა, თუმცა მის ხელმძღვანელობას ამან ერთგვარი აზარტი გაუღვიძა - მათ გადაწყვიტეს, რომ ამ ავტომობილის დიზაინი გადააკეთონ და ის კიდევ ერთხელ წარუდგინონ ფართო საზოგადოებას.
ეს საკითხი პირველად ჯერ კიდევ პრესის დღეებში წარმოიჭრა. ასე განსაჯეთ, სანამ პალექსპოს კარი უბრალო დამთვალიერებლისთვის გაიხსნებოდა, „ბენტლის“ ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა „უოთ ქარს“ განუცხადა, რომ EXP 9F მეტისმეტად „მძიმედ გამოიყურება“ და რომ ალტერნატიული დიზაინი უკვე შემუშავების პროცესშია.
უფრო მეტიც, მას უთქვამს, რომ მეორე კონცეპტუალური ავტომობილი, „ბენტლისთვის“ უფრო ტრადიციულ სტილში შესრულდება და უგზოობის ავტომობილისთვის შესაფერის პროპორციებსაც მიიღებს. და რაც მთავარია, მასში თიტქმის აღარ იქნება რეტროელემენტები. მასვე უთქვამს, რომ ახალ კონცეპციაზე შენარჩუნდება მრგვალი ფარები, თუმცა მათ აუცილებლად დააპატარავებენ.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ „ბენტლიში“ თავიდანვე მაინცდამაინც არ მოეწონათ ეს ავტომობილი და მათ სათადარიგო გეგმაც შეადგინეს, რომლის განხორციელებაც, ჟენევური რანდევუს გახსნამდე დაიწყეს...
No comments:
Post a Comment