Volkswagen XL1 prototype caught completely undisguised
19 მარტი
„ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის კონცეპტუალურ XL1-ს ამზადებს. ეს ავტომობილი წარმოუდგენელი ეკონომიურობით გამოირჩევა. მისი მსოფლიო პრემიერა შარშან, ყარატის მოტორ შოუზე ჩატარდა. მაშინვე გამოცხადდა, რომ მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იგეგმება. სავარაუდოდ, XL1-ის წარმოება მერმისს დაიწყება და მას მხოლოდ 1000 ცალს დაამზადებენ.
კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ვოლფსბურგელებმა ყატარში წარადგინეს, 795 კილოგრამს იწონის და ის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. სიგრძეში ის დაახლოებით ჰეჩბეკ „პოლოს“ ტოლია, სიმაღლეში კი - „ლამბორგინი გალიარდოსი“. რაც მთავარია, ავტომობილი ძალიან დაბალი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტით (0.186) გამოირჩევა.ჰიბრიდულ სისტემაში ორცილინდრიანი 0.8-ლიტრიანი ტურბოდიზელით (TDI) და ელექტროძრავია გაერთიანებული. ძალურ დანადგარშივეა ინტეგრირებული რობოტიზებული კოლოფი DSG (ორდისკოიანი ქუროთი) და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი. საწვავის ავზი სულ რაღაც, 10 ლიტრია. დიზელის აგრეგატი 48 ცხენის ძალას და 120 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ელექტროძრავი კი 27 ცხენის ძალას და 100 ნიუტონმეტრს იძლევა.
ჰიბრიდული სისტემა უკანა ბორბლებს ამოძრავებს. ელექტროძრავისა და ქუროს წყვილი, დიზელის ძრავსა და კოლოფს შორისაა მოტავსებული. ამასთან, ელექტროძრავი კოლოფის კორპუსშია ინტეგრირებული. როდესაც ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავით გადაადგილდება, ამ დროს, ქურო დიზელს თიშავს. თუ მოძრაობის დროს, შიდაწვის ძრავის ჩართვაა საჭირო, ეს ყოველგვარი პრობლემის გარეშე ხდება. ამ დროს, ელექტროძრავი აჩქარდება და ქუროს დახმარებით, შიდაწვის აგრეგატის მუხლა ლილვს, ბრუნტა საჭირო რიცხვამდე აჩქარებს, რის შემდგაც, დიზელი მუშაობას იწყებს.
როდესაც ორივე ძრავი ავტომობილს ერთობლივად ამოძრავებს, დიზელის აგრეგატი მხოლოდ ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობს. სხვათა შორის, კოლოფში საფეხურების გადაცემათა რიცხვი ისეა შერჩეული, რომ მინიმუმზე იყოს დასული ენერგიის და საწვავის მოხმარება. ძრავებს შორის დატვირთვის გადანაწილებას, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგიია მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება იყოს შესაძლებელი, ჰიბრიდული სისტემის ელექტრული ტვინი უზრუნველყოფს.
ყოველივეს შედეგი კი ფანტასტიურია: შერეული რეჟიმით მუშაობისას, ავტომობილი ყოველ ას კილომეტრზე მხოლოდ 0.9 ლიტრ საწვავს მოიხმარს. მარტო ელექტროძრავით, 35 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 24 გრამია. ამასთან, XL1-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 11.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს.
„ფოლკსვაგენი“XL1-ს პირველ რიგში, გერმანიის ბაზარზე გაიტანს, შემდეგ კი მას ამერიკელ და ჩინელ მყიდველს შესთავაზებს.
No comments:
Post a Comment