Opel Ampera to Run at the 2012 Rally Monte Carlo
19 მარტი
ოღონდ, არა მონტე კარლოს კლასიკურ რალიზე. „ოპელი“ ამ რბოლის ეკოლოგიურ (ალტერნატივ ენერჯი) ვერსიაზე ექვსი ელექტრომობილით იასპარეზებს. იმ მოდელით, რომელიც „შევროლე ვოლტის“ ევროპული ანალოგია და რომელმაც ახლახანს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა.
რბოლა სამ ადგილას (საფრანგეთის ანესი ლე ვიუში, კლერმონ ფერანში და შვეიცარიის ლუგანოში), 22 მარტს აიღებს სტარტს და სამი დღის შემდეგ, მონაკოში დასრულდება. გარბენი ოთხი კატეგორიის ავტომობილებისთვის ტარდება და მათში სულ 150 ეკიპაჟია რეგისტრირებული. ყველა კატეგორიას ერთი საერთო მოთხოვა აქვს - ყოველი კილომეტრის გავლისას, ავტომობილი ატმოსფეროში 115 გრამ ნახშირორჟანგზე მეტს არ უნდა გამოჰყოფდეს. მონაწილეთა მიზანია, გარკვეული მანძილის გავლა და მუდმივი სიჩქარის შენარჩუნება. რაც მთავარია, ავტომობილი მინიმალური რაიდენობით ენერგიას უნდა მოიხმარდეს. აღსანიშნავია, რომ მონტე კარლოს ეკოლოგიური ვერსიის წინა ორი გარბენი ელექტრომობილ „ტესლა როდსტერს“ აქვს მოგებული.
„ოპელ ამპერას“ მოძრაობას ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელიც 150 ცხენის ძალას და 370 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა დაახლოებით 9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 161 კმ/სთ-ს აღწევს. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. მისი ტევადობა „ამპერას“ 40-80 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. როცა მასში ენერგია კრიტიკულად დაბალ დონეზე დავა, ირთვება შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდემი, რომელიც ენერგიას აკუმულატორს აწვდის. ამგვარად, სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.
No comments:
Post a Comment