Monstrous 1970s Ford Mustang Mach 1 Packs More
than 3,000-horses!
17 მაისი
სადაო არაა - „ბუგატი ვეირონი“ თავისი 1001 ცხენის
ძალით და მისი ტოპ ვერსია „გრანდ სპორტი“, რომელიც 1184 ცხენის ძალას იძლევა, ყველაზე
მძლავრი სერიული ავტომობილების მსოფლიოში. მაგრამ მათი ეს მონაცემები სასაცილოდ
მოგეჩვენებათ, როდესაც 1970 წელს გამოშვებული „ფორდ მუსტანგის“ ბაზაზე შექმნილი „ფორდ
მუსტანგ მახ1-ის“ ძრავის მახასიათებლებს გაეცნობით.
ჯერ გეტყვით, რომ ეს ძრავი კომპანია „სტივ მორის
ენჯაინსმა“ შექმნა, რომელიც ჰოტ როდების ბიზნესშია ცნობილი. იმ ძრავს, რომელიც ამ
კომპანიამ ზემოთ ნახსენები ავტომობილისთვის შექმნა, ძრავების გოძილადაც
მოიხსენიებენ. აბა რა იქნება, როცა გაიგებთ, რომ სასტენდო ტესტების დროს,
მაჩვენებლებმა სიმძლავრის გრაფაში 3040 ცხენის ძალა დააფიქსირეს.
ძრავის მუშა მოცულობა 9.4 ლიტრია, მისი არქიტექტურა
- V8 (ვეირონისა - 8.0 ლიტრი, W16). ცილინდრების თითო რიგს, „ბულსის“ წარმოების თითო
ზორბა ტურბოკომპრესორი ემსახურება. 3040 ცხენის ძალის გარდა, ასეთი აგრეგატი 3265 ნიუტონმეტრ
მაბრუნ მომენტსაც გამოიმუშავებს (6 000 ბრ/წთ-ზე)...
ვიდეო
ra iyo AVIA-GAMANADGUREBELIA ? :D MACH 1 sichqarit sheuzlia frena :D:D:D
ReplyDelete