Thursday, May 17, 2012

ვინ შეცვლის მასას?


D'Ambrosio linked with Massa's 2012 seat
17 მაისი
ახლახანს „ფერარიმ“ ფელიპე მასას შედეგების გაუმჯობესება მოსთხოვა. რა იქნება, თუ მოთხოვნა არ (ვერ) შესრულდა? ამაზე ბევრი მარჩიელობა არც ღირს - ეს ყველამ კარგად იცის. რა იქნება და, არ გაგიკვირდეთ, თუ კანადაში, ან კანადის შემდეგ, მასას ნაცვლად, იტალიური საჯინიბოს მანქანის საჭეს სხვა მიუჯდეს.

და, ვინ შეიძლება იყოს „სხვა“? ამაზე კულუარებში უკვე ბევრს ლაპარაკობენ. არის კანდიდატთა ორი ჯგუფი - ისინი, რომლებიც მარანელოელებს შეიძლება მალე დასჭირდეთ და ისინი, რომლებიც შეიძლება მათთან მომავალი სეზონიდან ვიხილოთ.
მეორე ჯგუფში მოიხსენიებენ რობერტ კუბიცას, მარკ უებერს და სერხიო პერესს. პირველში კი - პოლ დი რესტას, ნიკო ჰულკენბერგს და კამუი კობაიაშის. ახლახანს კი ამ სიას ჟერომ დ’ამბროზიოც დაემატა. და, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ის არცერთი გუნდის საპრიზო პილოტი არაა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მასა სწორედ ბელგიელით ჩაანაცვლონ.
დ’ამბროზიოს ვერსია პირველად ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა „ლ’ეკიპმა“ გააჟღერა. მისი მენეჯერი „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიეა, რომელმაც გუნდდაკარგული პილოტი თავისთან, „ლოტუსის“ სარეზერვო და ტესტ პილოტად მიიწვია. „ლ’ეკიპის“ ვარაუდით, დ’ამბროზიოს „ფერარიში“ გადასვლის ყველაზე დიდი შანსი იმის გამო აქვს, რომ მას არცერთ გუნდთან კონტრაქტი არ აკავშირებს. მისი გადაყვანით, იტალიურ გუნდს იმის საშუალება მიეცემა, რომ მომავალი სეზონისთვის პილოტი უფრო საგულდაგულოდ შეარჩიოს.
არის კიდევ ერთი სერიოზული კანდიდატი - ადრიან სუტილი. ესეც ამჟამად გუნდის გარეშეა. თუმცა, გერმანელი ამბობს, რომ ხუთი სეზონის განმავლობაში, ყველას დაანახა თავისი რეალური შესაძლებლობანი და ახლა ისეთ სამუშაოს ეძებს, სადაც მის უნარს შესაბამისად დააფასებენ. რა თქმა უნდა, ხელფასს გულისხმობს. სუტილი მართლაც ძალიან კარგი პილოტია და როგორც ჩანს, არც იმის პრეტენზია აქვს, რომ ალონსოს პირველი პილოტობის საწინააღმდეგო ჰქონდეს რამე...

No comments:

Post a Comment