Thursday, May 17, 2012

„სილვერ გოსტ“ - სკორსეზე „როლს როისის“ დამაარსებლებზე ფილმს იღებს


Martin Scorcese to produce Silver Ghost film about Rolls-Royce
17 მაისი
ოსკარის ლაურეატმა მარტინ სკორსეზემ, ასევე ოსკაროსან რჩარდ ატენბოროსთან ერთად, ახალი ფილმის - „სილვერ გოსტის“ (ვერცხლის მოჩვენება) გადაღება გადაწყვიტა, ფილმისა, რომელიც „როლს როისის“ დამაარსებლების, ჩარლზ როლსის და ჰენრი როისის ცხოვრების, მათ მიერ ლეგენდარული კომპანიის დაარსების შესახებ მოგვითხრობს. სცენარის ავტორია ჯეიმს ბონდის სერია „ოქროს თვალის“ სცენარისტი ჯეფრი კეინი, დრამატურგი - შერმან მაკდონალდი.

რა თქმა უნდა, ფილმის მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისს შეეხება. მისი მთავარი გმირი, ვინმე ლორდი ჯონ დაგლას-სკოტ მონტეგიუ, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იქნება, ვინც თავის მდგომარეობას, ავტომობილიზმის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად იყენებდა.
მარტინ სკორსეზე
ისტორიით ცნობილია, რომ სწორედ ეს ლორდი მონტეგიუ ყოფილა პირველი, რომელიც თემთა პალატის ეზოში მანქანით შესულა. მოგვიანებით, მასვე დაუწყია ყოველთვიურ ჟურნალ „ავტომობილის“ გამოცემა. მასვე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონია ფილმის კიდევ ერთ გმირ ელეანორ თორნტონთან, ქალთან, რომლის შთაგონებითაც, შეიქმნა „როლს როისის“ ლეგენდარული თილისმა - „ექსტაზის სული“, რომელიც კომპანიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

No comments:

Post a Comment