GM Claims Volt Owners Have Collectively Saved a
Supertanker of Fuel Since EV went on Sale
17 მაისი
ჯერ ორი წელი არ გასულა მას შემდეგ, რაც „შევროლემ“
თავის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „ვოლტის“ გაყიდვა დაიწყო და მისმა
მფლობელებმა ჯამში, შიდაწვის ძრავის გამოუყენებლად, უკვე 40 მილიონი მილის
(დაახლოებით 64 მილიონი კილომეტრის) გავლა მოასწრეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ
ყველამ ერთად, 2.1 მილიონი გალონი (დაახლოებით 8 მილიონი ლიტრი) ბენზინი დაზოგა.
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „შევროლე ვოლტის“
მფლობელები უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის იმპორტირებულ საწვავზე
დამოკიდებულების შემცირებასა და გარემო პირობების გაუმჯობესებაში. ამასთან, მათ ჯამში
8 მილიონი დოლარის დაზოგვაც შეძლეს“, - ამბობს „შევროლე ვოლტის“ მარკეტინგის დირექტორი
კრისტი ლენდი.
სხვათა შორის, „ჯენერალ მოტორსმა“ სპეციალური
ვებგვერდიც კი გახსნა მათთვის, ვისაც იმის სურვილი აქვს, რომ „შევროლე ვოლტის“ სტატისტიკურ
მიღწევებს რეალურ დროში მიადევნოს თვალყური.
დაბოლოს, ამერიკულმა კომპანიამ იმის სტატისტიკაც
გამოაქვეყნა, თუ რა მიღწევები ჰქონდა „შევროლე ვოლტს“ ამ 40 მილიონი მილის (მხოლოდ
ელექტრული გამწევი ძალით) გავლისას.
40 მილიონი მილის გავლა ნიშნავს:
რომ ამერიკა განივად (ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე
- 2 443 მილი) 16 373-ჯერ გადაკვეთო;
იგივე მანძილი, პლანეტის გარშემო (ეკვატორის
გასწვრივ) 1606 მოგზაურობის და მთვარემდე 167 მოგზაურობის ტოლფასია.
2 130 000 გალონი დაზოგილი საწვავი ექვივალენტურია:
50 714 ბარელ დაზოგილ საწვავის;
8 000 000 მილიონი დაზოგილი დოლარის;
387 ცალი ამერიკული ცისტერნის (თითოეული 5 500 გალონი
მოცულობით)
ერთი
სუპერტანკერის (2 მილიონი გალონი ბენზინი)
No comments:
Post a Comment