Friday, June 29, 2012

500 000 „პორშე“ ათ წელიწადში

Porsche's Leipzig Factory Builds 500,000th Vehicle
29 ივნისი
„პორშეს“ ლაიპციგის ქარხანამ საპატიო, ნახევარმილიონიანი ზღვარი გადალახა. ნომერი 500 000 დაეწერა უგზოობის „კაიენს“, რომელიც V8 ძრავითაა აღჭურვილი. და ეს ავტომობილი, გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის სახანძრო სამსახურს აჩუქა. ამიერიდამ, საიუბილეო „კაიენი“, ქალაქის სახანძრო სამსახურის სამეთაურო ავტომობილი იქნება.

„სულ რაღაც ათ წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილი - ეს ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებლისთვის, როგორიც „პორშეა“, შესანიშნავი მიღწევაა. ამ წარმატებას ძლიერი პერსონალი ქმნიდა, რომელიც 1005 ადამიანს აერთიანებს“, - განაცხადა „პორშეს“ მტავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა.
„პორშემ“ ლაიპციგის ქარხნის მშენებლობა 2001 წელს დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი იქ პირველი თაობის „კაიენის“ წარმოება დაიწყო. 2009 წლის აპრილიდან კი ამავე ქარხანაში სპორტულ სედან „პანამერას“ წარმოება დაიწყეს.


ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

No comments:

Post a Comment