29 ივნისი
„ბეემვემ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ის „მიცუბიში მოტორზის“ ჰოლანდიურ ქარხანა „ნედქარ-ით“ არის დაინტერესებული.
მართალია, ბავარიელები არ აკონკრეტებენ, რომელი ავტომობილების წარმოებას აპირებენ
აღნიშნულ ქარხანაში, თუმცა ჰოლანდიურ გაზეთ „დაგბლად დე ლიმბურგერში“ გავრცელებული
ინფორმაციით, მათ ეს ქარხანა „მინის“ წაროების გასაფართოებლად სჭირდებათ.
ეს ქარხანა, სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ
ჰოლანდიურ კომპანია DAF-ის აშენებულია. შემდეგ ის „ვოლვომ“ გამოისყიდა. 1990-იანი
წლების დასაწყისში, ქარხანა გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ის ქვეყნის
მთავრობამ გადაარჩინა, რომლის მცდელობითაც, „ნედქარმა“ „ვოლვოს“ და „მიცუბიშის“
ერთობლივი საწარმოს სახით გააგრძელა მუშაობა. ამ დროს მას „ვოლვო ქარ“ ეწოდებოდა,
თუმცა სახელი მალე „ნედქარ-ით“ (ნიდერლანდს ქარ) შეუცვალეს.
1999 წლის ბოლოს, ჰოლანდიამ ქარხანაში თავისი წილი
გაჰყიდა და „ნედქარ-ის“ მფლობელები (თანაბარი წილით) „ვოლვო“ და „მიცუბიში“ გახდნენ.
ორი წლის შემდეგ კი შვედურმა კომპანიამაც გაყიდა თავისი წილი და ქარხნის
ერთპიროვნული მფლობელი „მიცუბიში“ გახდა. თუმცა, „ნედქარ-ი“ „ვოლვოს“ ავტომობილებს
კიდევ სამი წელი უშვებდა.
აჟამად „ნედქარ-ი“ მხოლოდ ერთ ავტომობილს - „მიცუბიში
კოლტს“ აწარმოებს, თუმცა იაპონური კომპანიის გადაწყვეტილებით, წლის ბოლოს მისი
წარმოებაც შეწყდება და ქარხანა გაჩერდება, რის შემდეგაც, „მიცუბიში“ ევროპაში
ავტომობილებს იაპონიიდან და ტაილანდიდან შეიტანს.
ცნობისათვის, „ნედქარ-ის“ წლიური წარმადობა 200 000
ავტომობილია. თუმცა, იაპონური კომპანია მისი პოტენციალის მხოლოდ მეოთხედს
იყენებს...
No comments:
Post a Comment