Friday, June 29, 2012

„ნისანი“ გუდვუდში სიჩქარის უცნაურ რეკორდს გვპირდება


Nissan Leaf aims to take world record in reverse at Goodwood
29 ივნისი
თანაც, მსოფლიო რეკორდს... უცნაურობა იმაშია, რომ ავტომობილი გუდვუდის აღმართს უკუსვლით გაივლის! ალბათ იფიქრეთ, რომ ამისათვის შესაფერისი მანქანა პოპულარული GT-R-ია - „ნისანის“ გამაში ხომ ამაზე სწრაფ ავტომობილს ვერ მოძებნით. გუდვუდში კი, როცა სიჩქარის რეკორდზე ლაპარაკობენ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ იქ LMP2 კლასის არაერთი ავტომობილიც გამოდის... მაგრამ იაპონურმა კომპანიამ GT-R-ს ელექტრომობილი „ლიფი“ ამჯობინა. თანაც არა პარტნიორ კომპანია „ნისმოს“ მიერ მომზადებული ვერსია „ნისმო RC“, არამედ სერიული ვერსია.

თავიანთი კონსტრუქციული თავისებურების წყალობით, ელექტრომობილებს ერთი უპირატესობა აქვთ - ელექტროძრავი უკუღმაც ისეთივე სიჩქარით ტრიალებს, როგორც წინ მოძრაობისას. ამ თეორიის შესამოწმებლად, „ნისანმა“ სწორედ გუდვუდის ფესტივალი შეარჩია. რა თქმა უნდა, იაპონელებმა იციან, რა შეუძლია მათს ელექტრომობილს, მაგრამ გინესის მსოფლიო რეკორდს უბრალო ტესტის სახით შეფუთულს გვთავაზობენ.
საჭეს ტრიუკების ოსტატი მრბოლი ტერი გრანტი მიუჯდება, რომელმაც შარშან „ნისან ჯუკის“ უჩვეულო სტილში მართვით გამოიჩინა თავი - მთელი აღმართის მანძილზე, მან მანქანა ორ ბორბალზე ატარა! მოკლედ, გიჟებმა ერთმანეთი მოძებნეს და ახლა მათ რა დააშორებს...

No comments:

Post a Comment