29 ივნისი
„ბეემვემ“ და „ტოიოტამ“ ერთობლივი განცხადება
გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ
სპორტულ ავტომობილს, ასევე ერთმანეთს პარტნიორობას ახალი ტექნოლოგიების (ფიჭური
ელემენტები, ძალური დანადგარების ელექტრიფიკაცია და მსუბუქი მასალები)
შემუშავებაში გაუწევენ.
„ბეემვეს“ მთავარი აღმასრულებელი ნორბერტ რაიტჰოფერი
და „ტოიოტას“ პრეზიდენტი აკიო ტოიოდა ერთმანეთს მიუნხენში, ბავარიული კომპანიის
შტაბ-ბინაში შეხვდნენ და ურთიერთგაგების მემორანდუმიც იქ გააფორმეს. ეს
გაგრძელებაა იმ პირველი პარტნიორული შეთანხმებისა (რომელიც ლითიუმ-იონური
ელემენტების ერთობლივ შემუშავებას და ბეემვეს დიზელის ძრავების ტოიოტასთვის მიწოდებას
გულისხმობს), რომელიც ამ ორმა კომპანიამ რამდენიმე თვის წინ გააფორმა.
შეთანხმების მიხედვით, ახალი სპორტული ავტომობილის შემუშავებისას,
ისინი ერთობლივად იმუშავებენ შასის არქიტექტურაზე და სხვადასხვა კომპონენტზე.
ჯერჯერობით არაფერი თქმულა ამ ავტომობილის შესახებ.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ტოიოტასთან“
თანამშრომლობით, „ბეემვე“ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „აუდის“, რომელსაც ისეთი
ძლიერი კომპანია უდგას გვერდში, როგორიც „ფოლკსვაგენია“. სხვათა შორის, მასობრივი
მწარმოებელი პარტნიორად მესამე პრემიუმ ბრენდ „მერსედესსაც“ ჰყავს. შტუტგარტელებმა
პარტნიორული ურთიერთობის კონტრაქტი „რენო-ნისანთან“ გააფორმეს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment