29 ივნისი
„მერსედეს-ბენცი“ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას
პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს, თუმცა მანამდე ინტერნეტით ამ ავტომობილის ფოტოებმა
და მცირე ინფორმაციამ გაჟონა.
ახალი ავტომობილი ბაზირებულია იმ კონცეპტუალურ მოდელზე,
რომელიც სამქიმიანებმა ორი წლის წინ, იმავე სახელით გაგვაცნეს. მართალია, მის
შესახებ ინფორმაცია კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ სატესტოდ შენიღბული „CLS
შუტინგ ბრეიკის“ ფოტოები ინტერნეტში არაერთხელ გამოჩნდა.
გამოცემა „ავტობლოგის“ გერმანული ვერსია, რომელმაც ახალი
ავტომობილის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები პირველმა გაავრცელა (სავარაუდოდ, ეს
საინფორმაციო გაჟონვა შტუტგარტიდანაა მართული), გვატყობინებს, რომ „CLS შუტინგ
ბრეიკის“ გამა ოთხ მოდიფიკაციას მოიცავს და მათ შორის ძირითადი განსხვავება ძრავებშია.
შესაბამისად, ძრავი ოთხია, ორი დიზელისა და ორიც -
ბენზინის. ოთხცილინდრიანი 2.1-ლიტრიანი ტურბო დიზელით (მისი სიმძლავრეა 201 ცხენის
ძალა) აღჭურვილია CLS 250 CDI, 3.0-ლიტრიანი V6-ით (261 ცხ.ძ) - CLS 350 CDI.
ბენზინის ძრავებიდან ერთია 3.5-ლიტრიანი V6 (302 ცხ.ძ), რომლითაც CLS 350
აღიჭურვება, CLS 500-ს კაპოტქვეშ კი 4.7-ლიტრიანი V8 ტურბოძრავი მოთავსდა, რომელიც
402 ცხენის ძალას იძლევა.
რა თქმა უნდა, მოგვიანებით, ამ ავტომობილის მისეულ
ვერსიას AMG-ც გამოუშვებს. მისი ავტომობილის სახელი იქნება CLS 63
AMG
და ის 5.5-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 530 ცხენის
ძალას მიაღწევს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment