Mitsubishi to Unveil New Outlander Plug-in Hybrid
EV in Paris
20 ივნისი
„მიცუბიშიმ“ ჟენევის მოტორ შოუზე, ქროსოვერ „აუტლანდერის“
ბენზინის და დიზელისძრავიანი ვერსიები წარადგინა, რომლების სერიულ წარმოებასაც
მალე დაიწყებს. ახლახანს კი გამოაცხადა, რომ პარიზის მოტორ შოუზე, ამავე
ავტომობილის პლაგ-ინ ელექტრულ ვერსიას გაგვაცნობს. ეს ავტომობილი სწორედ სერიული
შიდაწვისძრავიანი „აუტლანდერის“ არქიტექტურაზეა აგებული.
იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ეს არის პირველი
შემთხვევა, როდესაც დიდი ავტომწარმოებელი, თავის სერიულ ავტომობილს იმ გათვლებით
შეიმუშავებს, რომ ის როგორც შიდაწვის ძრავით, ასევე ელექტრო ძრავითაც აღიჭურვოს.
პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი „აუტლანდერის“ ძალური დანადგარი „მიცუბიშიმ“
პირველად კონცეპტუალურ PX-MIEV-ზე გამოიყენა, რომელიც ტოკიოს შარშანდელ მოტორ
შოუზე წარადგინა.
ამ ავტომობილზე თითო ელექტროძრავი (თითოეულის
სიმძლავრე 80 ცხენის ძალაა) წინა და უკანა ღერძებზე ზის, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი
(94 ცხ.ძ) კი წინ მდებარეობს. მისი მთავარი დანიშნულება, გენერატორთან ერთად,
ელექტრო ენერგიის გამომუშავება და ამგვარად, სვლის სიშორის გაზრდაა. სისტემა სამ
რეჟიმში მუშაობს. ესენია „სუფთა“, „მიმდვრობითი“ და „პარალელური“.
სუფთა რეჟიმში, ელექტროძრავები ენერგიას მხოლოდ ელემენტების
ბლოკისგან ღებულობენ, მიმდვრობით რეჟიმში, საქმეში შიდაწვის ძრავისა და
გენერატორის ტანდემი ერთვება, რომლებიც დამატებით ენერგიას გამოიმუშავებენ. პარალელურ
რეჟიმში კი, ავტომობილს გამწევი ძალით, ელექტროძრავების გარდა, შიდაწვის ძრავიც
უზრუნველყოფს.
„მიცუბიშის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრომობილმა 50 კილომეტრი
გაიაროს. საქმეში შიდაწვის ძრავის ჩართვის შემდეგ, სვლის სიშორე 800 კილომტრამდე იზრდება.
ამასთან, ყოველი 100 კილომეტრის გავლისას, მხოლოდ 1.7 ლიტრი ბენზინი იხარჯება,
ატმოსფეროში კი ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 50 მილიგრამი ნახშირორჟანგი გამოიყოფა.
პლაგ-ინ
ელექტრული „აუტლანდერის“ გაყიდვას ევროპაში „მიცუბიში“ მერმისს დაიწყებს. გარდა
ამისა, იაპონური კომპანია გვპირდება, რომ მალე ბაზარზე სხვადასხვა კლასის 8 ელექტრომობილს
გამოიტანს.
No comments:
Post a Comment