All Three Six-Wheeler Formula 1 Cars to go on
Show at the 2012 Goodwood Festival of Speed
20 ივნისი
ტირელ P34 |
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, რომელიც ბრიტანეთში,
28 ივნისს აიღებს სტარტს სამი დღე გაგრძელდება, სამი ექვსბორბლიანი სარბოლი
ავტომობილიც მიიღებს მონაწილეობას. და ეს უბრალო მანქანები არ გეგონოთ. ისინი
თავის დროზე ფორმულა ერთის გუნდებს - „ტირელს“ (მოდელი P34), „მარჩს“ (მოდელი
2-4-0) და „უილიამსს“ (მოდელი FW08B) ეკუთვნოდა. ოღონდ, ეს სამი ავტომობილი ადრე
ერთად არავის და არასდროს უნახავს და გუდვუდის ფესტივალი ამითაც იქნება
საინტერესო.
ამ სამიდან „ტირელის“ „პროჯექტ 34“ ერთადერთია,
რომელსაც წინ ოთხი, უკან კი ორი ბორბალი ჰქონდა. ასეთი შეთანწყობის მთავარი
მიზანი, მართვის გაუმჯობესება იყო. „მარჩისა“ და „უილიამსის“ ბოლიდებს კი წინ
ორ-ორი ბორბალი ჰქონდა, უკან კი - ოტხ-ოთხი. ასეთი ფორმულის მიზანი კი გზასთან
წამყვანი ბორბლების უკეთესი ჩაჭიდება იყო.მარჩ 2-4-0 |
„ტირელმა“ თავისი ექვსბორბლიანით 1976 და 1977
წლებში იასპარეზა. სამხრეთაფრიკელმა ჯოდი შექტერმა ამ მანქანით პირველივე სეზონში
ერთი რბოლა (შვედეთის დიდი პრიზი) მოიგო, მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა პატრიკ დეპაიემ
კი რბოლა მეორეზე დაასრულა. ამის მიუხედავად, შექტერმა მანქანას ჯართის ნაგლეჯი
უწოდა და სეზონის ბოლოს, „ტირელი“ დატოვა.
საინტერესოა, რომ „მარჩში“ გადასულს, იქაც
ექვსბორბლიანი მანქანა დაახვედრეს, ოღონდ, მანქანას ოთხი ბორბალი (ყველა წამყვანი)
უკან ჰქონდა განლაგებული. მისი ტესტირების შემდგ, შექტერი კმაყოფილი დარჩენილა. ოღონდ,
ეს მანქანა რბოლაზე არ გამოსულა. მისი შასი (761) ბელგიის რბოლაზე ჩაიტანეს,
მაგრამ მას უკვე მხოლოდ ოთხი ბორბალი ჰქონდა.
უილიამს FW08B |
ბოლო ექვსბორბლიანი მანქანა „უილიამსმა“ შექმნა. პროექტს
თვით საჯინიბოს თანამფლობელი, პატრიკ ჰედი ხელმძღვანელობდა. ამ გუნდმა ჯერ FW07D
დაამზადა, რომელსაც ექვსი ბორბალი ჰქონდა, შემდგ კი - FW08B. ამჯერადაც ოთხივე
უკანა ბორბალი წამყვანი იყო. მაგრამ რბოლაზე არც ის გამოუყვანიათ. სხვათა შორის, ექვსბორბლიანი
ექსპერიმენტული სარბოლი მანქანა „ფერარიმაც“ შექმნა, ოღონდ მას უკანა ოთხი ბორბალი
ერთ ღერზე ჰქონდა მოთავსებული - ორ-ორი ორივე მხარეს.
საბოლოოდ, ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა სოციაციამ
ასეთი კონსტრუქციები აკრძალა, რის მიზეზადაც, ასეთი მანქანების შემუშავების
სიძვირე დასახელდა. 1983 წლიდან მოყოლებული, სარბოლი ავტომობილი აუცილებლად
ოთხბორბლიანი უნდა იყოს და მას წამყვანი მხოლოდ ორი ბორბალი უნდა ჰქონდეს.
No comments:
Post a Comment