Wednesday, June 20, 2012

„სიტროენი“ ორ ახალ კომპაქტურ სედანს გამოუშვებს

Citroen Debuts New C-Elysee and C4 L Compact Sedans
20 ივნისი
C-ელისი
„სიტროენს“ ბაზრის ყველაზე გაყიდვად, კომპაქტური სედანების სეგმენტზე შეღწევა აქვს გადაწყვეტილი. გლობალურ ბაზარზე, ამ სეგმენტში შარშან 20 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მთელ მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მესამედია. და ამ სეგმენტს ფრანგული კომპოანია ერთბაშად ორი ახალი ავტომობილით - C4L-ით და C-ელისით შეაბიჯებს.
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ C-ელისი „პეჟოს“ ბიუჯეტური კომპაქტური სედანის (რომელიც „ლომებმა“ ახლახანს, ინტერნეტით გაგვაცნეს და რომლის მსოფლიო პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე გეგმავენ) „სიტროენისეული“ ვერსია იქნება. „ორმაგი შევრონის“ განცხადებით, ამ ავტომობილს ესპანეთში გამოუშვებენ და ის პირველ რიგში, ესპანეთის, თურქეთის, ალჟირის, ცენტრალური ევროპის ბაზრებზე გამოჩნდება. C-ელისის ბაზა 2.65 მეტრია და მისი საბარგულის მოცულობა 506 ლიტრს აღწევს. ზოგიერთი ბაზრისთვის, მისი საბაზო ვერსია ბენზინის უახლესი VTi ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 97 ცხენის ძალას აღწევს.

C4L

რაც შეეხება მეორე კომპაქტურ სედანს, C4L უფრო მაღალი კლასის ავტომობილია და ის ჰეჩბეკ C4-ზე არის ბაზირებული. ამასთან, ეს არის „სიტროენის“ პირველი ავტომობილი, რომელიც ჩინეთში, ფრანგული კომპანიის შანჰაის სტილის ცენტრშია შემუშავებული. „სიტროენი“ აცხადებს, რომ C4L-ს ყველა იმ ზონაში გამოუშვებს, სადაც მისი გაყიდვაა დაგეგმილი. პირველ რიგში, ამ სედანს ვუჰანსა (ჩუნეთი) და კალუგაში (რუსეთი) გამოუშვებენ.
სედანი C4L მგზავრებს კომფორტს შესთავაზებს. სალონში განლაგდება ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად რეგულირებადი სავარძლები, სალონის გაღება და ძრავის დაქოქვა, გასაღების გარეშე იქნება შესაძლებელი. იქვე განლაგდება GPS-სისტემა სენსორული მონიტორით, უკანა ხედვის სარკეებს კი ვიდეოკამერები შეცვლის. გარდა ამისა, საქარე მინას გამათბობელი მოემსახურება, ჰაერს კი იონიზატორი გაასუფთავებს.
ამ სედანებისთვის ბენზინის სამი ძრავია განკუთვნილი, რომელიც „PSA პეჟო სიტროენმა“ „ბეემვესთან“ ერთად შეიმუშავა. ესენია THP (150 და 170 ცხენის ძალით) და VTi (135 ცხენის ძალა) სერიის აგრეგატები. ძრავებს ავტომატური, ან სეკვენტალური 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები შეუწყვილდება.

No comments:

Post a Comment