Wednesday, June 20, 2012

ლე მანს „მაზდაც“ უბრუნდება


Mazda Developing Race-tuned SKYACTIV-D Diesel Engine for 2013 Le Mans 24 Hours
20 ივნისი
ოღონდ, ეს არ იქნება სრულფასოვანი (საკუთარი სარბოლი მანქანით) დაბრუნება - იაპონური კომპანია ლე მანისთვის მხოლოდ აგრეგატს - სარბოლო სპეციფიკაციის მქონე „სკაიექტივ-D-ს“ მოამზადებს. მისი მთავარი აგრეგატი იქნება 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო დიზელი, რომლის მახასიათებლებიც ჯერჯერობით არ ქვეყნდება. ამ ძრავებს ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც მომავალი სეზონიდან, ლე მანს პროტოტაიპ 2 კლასში მიიღებენ მონაწილეობას.

„სკაიექტივ-D-ს“ სარბოლი ვერსიის შემუშავებაში, საკუთრივ „მაზდას“ გარდა, მისი ჩრდილოამერიკული შტო და შტატ ფლორიდაში ბაზირებული „სპიდსურს ენჯინეარინგის“ სპეციალისტებიც მუშაობენ. აგრეგატის საცდელი პროტოტიპი უკვე შექმნილია და უკვე დაწყებულია მისი სასტენდო ტესტირება. სატრეკო გამოცდები კი წლის ბოლოსდ აიწყება.
„როტორული ძრავებით, ჩვენ არაერთი რბოლა გვაქვს მოგებული ლე მანზე, დაიტონასა და სებრინგზე. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ დავბრუნდეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენი აგრეგატი, მოტორ სპორტის ისტორიაში, ყველაზე სუფთა და სერიულ აგრეგატზე ბაზირებული ძრავი იქნება“, - ამბობს „მაზდა მოტორსპორტის“ ვიცე პრეზიდენტი ჯეი ამესტოი.
ცნობისათვის, „მაზდა“ ერთადერთი აზიური ავტომწარმოებელია, რომელსაც ლე მანის რბოლა მოგებული აქვს (1991 წელს, მაზდა 787B). მისი მიღწევის გამეორების შანსი „ტოიოტას“ ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და სერია მიატოვა. თუმცა, ისევ დაბრუნდა, ამჯერად ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი პროტოტიპით. სამწუხაროდ, მისმა ორმა ეკიპაჟმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, თუმცაღა ერთი მათგანი, რომლის საჭესთანაც ენტონი დევიდსონი იჯდა, ერთხანს პელოტონს სათავეშიც კი მოექცა.

No comments:

Post a Comment