Audi triumphant again at Le Mans
20 ივნისი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ისტორიაში პირველად, გამარჯვება
ჰიბრიდულმა ავტომობილმა მოიპოვა. გერმანელმა ანდრე ლოტერერმა „აუდი R18 e-ტრონით“,
ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. გერმანულმა კომპანიამ ლე მანის ბოლო 13 სეზონში,
მე-11 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შარშან „აუდის“ დიზელისძრავიანმა პროტოტიპმა
გაიმარჯვა და მაშინაც მანქანა ლოტერერმა მიიყვანა. უფრო მეტიც, მას მაშინაც
პარტნიორობას ფასლერი და ტრელუიე უწევდნენ.
დიზელ ჰიბრიდულ სარბოლ პროტოტიპს, ლოტერერის გარდა, ფრანგი ბენუა ტრელუიე და შვეიცარიელი მარსელ ფასერიც მართავდნენ. მათმა ეკიპაჟმა რბოლის უმეტესი ნაწილი მოწინავე პოზიციაზე გაატარა და უკან მოიტოვა „აუდის“ მეორე ჰიბრიდული პროტოტიპით მოასპარეზე ეკიპაჟი, რომელსაც დანიელი ტომ კრისტენსენი, შოტლანდიელი ალან მაკნიში და იტალიელი რინალდო კაპელო მართავდნენ.
დიზელ ჰიბრიდულ სარბოლ პროტოტიპს, ლოტერერის გარდა, ფრანგი ბენუა ტრელუიე და შვეიცარიელი მარსელ ფასერიც მართავდნენ. მათმა ეკიპაჟმა რბოლის უმეტესი ნაწილი მოწინავე პოზიციაზე გაატარა და უკან მოიტოვა „აუდის“ მეორე ჰიბრიდული პროტოტიპით მოასპარეზე ეკიპაჟი, რომელსაც დანიელი ტომ კრისტენსენი, შოტლანდიელი ალან მაკნიში და იტალიელი რინალდო კაპელო მართავდნენ.
კრისტენსენს ლე მანის მეცხრედ მოგების შანსი
ჰქონდა, მაგრამ მისი ეკიპაჟი გამარჯვებულებს ერთი წრით ჩამორჩა. მესამე ადგილი,
გერმანელი მაიკ როკენფელერის ეკიპაჟმა დაიკავა, რომელიც ასევე „აუდის“, ოღონდ არაჰიბრიდული
პროტოტიპით ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ როკენფელერს ლე მანი 2010 წელს აქვს
მოგებული.
აღსანიშნავია, რომ ფინიშამდე სამი სათით ადრე,
მაკნიშს ავარია მოუვიდა. ეს „პორშეს“ მოსახვევების კომპლექსში მოხდა. ცოტა ხნით
ადრე კი, თავისი არაჰიბრიდული „აუდით“ ინციდენტი ესპანელ მარკ ხენესაც შეემთხვა.
ის პირველივე S-მოსახვევში, საბურავების დამცავ ზოლში შევარდა.
მაგრამ თუ მაკნიშის მანქანა ოდნავ დაზიანდა, ხენეს ეკიპაჟს რემონტზე 20 წუთი
დაეკარგა...
მეოთხე ადგილი დაიკავა „რებელიონის“ ეკიპაჟმა,
რომლის „ლოლას“ პროტოტიპსაც ფრანგი ნიკოლას პროსტი (ფ1-ის ოთხგზის ჩემოპიონ, ფრანგ
ალენ პროსტის შვილია), გერმანელი ნიკ ჰაიდფელდი და ინდური წარმოშობის შვეიცარიელი
ნილ იანი მართავდნენ.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც „აუდის“ კონკურენცია გაუწია, „ტოიოტა“ იყო, რომლის ბრიტანელმა ენტონი დევიდსონმაც (მის ეკიპაჟში ასევე იყვნენ შვეიცარიელი სებასტიან ბუემი და ფრანგი სტეფან სარაზენი) კვალიფიკაციაზე მესამე შედეგი აჩვენა და რბოლის მეხუთე საათზეც დაწინაურდა. მაგრამ მულსანის სწორის ბოლოს, ის ერთ-ერთ „ფერარის“ დაეჯახა, ჰაერში აფრინდა და საბურავების დამცავ ზოლს შეასკდა. საბედნიეროდ, ორივე მანქანის პილოტები სერიოზულ ტრავმებს გადაურჩნენ (დევიდსონს ორი ნეკნი გაუტყდა). რბოლას მეორე „ტოიოტაც“ ადრევე გამოეთიშა. მისი იაპონელი კაძუკი ნაკაძიმა, „ნისანის“ ექსპერიმენტულ „დელტაუინგს“ დაეჯახა.
ასეთი ფიასკოს მიუხედავად, „ტოიოტა“ კმაყოფილი დარჩა, რადგან ეს ბოლო 13 სეზონში, მისი პირველი გამოსვლა იყო ლე მანზე. ამასთან, იაპონურმა კომპანიამაც ჰიბრიდული პროტოტიპით (ოღონდ, არა დზელის, არამედ ბენზინისძრავიანით) იასპარეზა.
ლე მანის 24 საათის შედეგები
1. ლოტერერი/ფასლერი/ტრელუიე (აუდი R18 e-ტრონი) 24:01:16.128
2. მაკნიში/კაპელო/კრისტენსენი (აუდი R18 e-ტრონი) +1 წრე
3. ჯარვისი/ბონანომი/როკენფელერი (აუდი R18 ულტრა) +3 წრე
4. პროსტი/ჰაიდფელდი/იანი (რებელიონ ლოლა) +11 წრე
5. დიუმა/დიუვალი/ხენე (აუდი R18 ულტრა) +18 წრე
6. ჩანდჰოკი/ბრებჰემი/დამბრეკი (HPD) +21 წრე
7. კიმბერ-სმიტი/დელზიელი/პოტოლიკიო (HPD) +24
წრე
8. ტირიე/ტინსო/ბეშე (ორეკა) +25
წრე
9. პერეს-კომპანი/კაფერი/აიარი (ორეკა) +26 წრე
10. პანკიატიჩი/რუსინოვი/რეგესი (ორეკა) +27 წრე
ასევე წაიკითხეთ
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
No comments:
Post a Comment